რა თქმა უნდა განსხვავებული აზრზე დგომა დანაშაული არ არის და ასევე არც ერთ კონკრეტულ წყაროდან მიღებული ინფორმაცია არის ჭეშმარიტების დადგენის გარანტია. კრიტიკული აზროვნება არის აუცილებელი, რაც, სამწუხაროდ ჩვენი ერის აქილევსი ქუსლია.
ჰოდა, მოდით, შედარებით მარტივ და გასაგებ ენაზე განვიხილოთ ეს ქეისი.
ის არგუმენტი, რომ ნაცების ტელევიზია ობიექტური არ არის და ხშირად ძალიან ამლაშებს და მხოლოდ პირადი მოტივები ამოძრავებთ- ნამდვილად ჭეშმარიტებაა და ბევჯერ დადასტურდა ეგ ფაქტი. თუმცა მხოლოდ ეგ ვერ იქნება სერიოზული არგუმენტი და იმის თქმა, რომ ნაცების ტვ რადგან ამბობს რუსული კანონიაო, ესეიგი არ არისო, სერიოზულ არგუმენტად ვერ გამოდგება. ასევე ვერ გამოდგება სერიოზულ არგუმენტად ის ფაქტი- ბიძინას და სხვა ქოცებს ევროპის წამყვან ქვეყნებთან რომ ჰქონდათ და აქვთ სხვადასხვა სახის შეხება. ანუ, ამის გამო მათ მოეხსნათ რუსთუმობის ბრალდება, ისეთი არგუმენტია ბავშვიც რომ არ გამოიყენებს. შეხება კი არა, თავად დასავლეთში მცხოვრები მაღალჩინოსნები აღმოჩნდენ რუსების აგენტები და პირდაპირ მათი პოლიტიკის გამტარებლები.
ახლა ის არგუმენტები ჩამოვყაროთ, რომელიც იმას ღაღადებს, რომ ქოცები რუსეთში მიგვათრევენ და ეს კანონიც რუსულია.
ქოცების რუსთუმბაზე დავიწყოთ. ქოცების მმართველობის პერიოდში ისეთი რუსული პროპაგანდა მიდის, რომელიც საბჭოთა დროსაც არ ყოფილა ჩვენთან. თავიდან თუ თავს ინიღბავდენ და გაიძახოდენ- კაცო, რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, ურთიერთობა უნდა აღვადგინოთ და ა.შ. ახლა უკვე პირდაპირ მოიხსნეს ნიღბები და ამბობენ სათქმელს. ტვ ნადეჟდა, რომელიც ქოცების პროპაგანდური ტელა 24/7 რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. ხან ტრასგენდერების თემაო, ხან ლგბტ პროპაგანდაო, ხანაც ევროპაში შიმშილობენ, ხოლო უკრაინა ზელინსკიმ და ამერიკამ გაანადგურა, რომ არ დანებდა რუსეთო და ა.შ. როდესაც მაგ ტვ თურქული სერიალები არ გადის, სწორედ რუსული პროპაგანდის ყაყანი მიდის. არც პოსტ ტვ ჩამორჩება, რომელიც რომ სუსის პროექტია, თავად აღიარებენ. აქვე გვყავს ალტ ინფო, რომელიც ასევე რუსების ხალხია და პირადად ბიძინას შერჩეული სასტავია და მაგის დამადასტურებელი ფაქტები დევს უამრავი.
ამათ გარდა, არც ქოცი მაღალჩინოსნები ჩამორჩებიან, როდესაც ღიად საუბრობენ უკვე: კაცო თუ ქართველობას გვართმევენ რა გვინდა მასეთ კავშირშიო ? იგვე კალაძე, ეს ვითომ ხალხის ძალა და სხვები 24/7 ლანძღავენ დასავლეთს.
მოკლედ, ქოცების რუსთუმეობის დამადასტურებელი ფაქტების ჩამოყრას მთელი დღე მოვუნდებით იმდენია უკვე დაგროვებული.
ახლა რაც შეეხება პირდაპირ კანონს: აქ სხვადასხვა პროფესიის ხალხი ვართ და ყველა თემაში შეუძლებელია ერთი კონკრეტული ადამიანი ერკვეოდეს, მაგრამ ადამიანს თუ ინტელექტი აქვს, შეუძლია მისთვის უცნობ სფეროდან ლოგიკური მსჯელობის ხარზჯე სწორი აზრი გამოიტანოს.
ჰოდა, არ არის საჭირო იყო იურისტი და ა.შ რომ მიხვდე რასაც წარმოადგენს ე.წ აგენტების კანონი.
დევს ინტერნეტში ამერიკული კანონი და ჩვენიც.
მოდი შევადაროთ- ამერიკულში წერია, რომ ეხებათ მხოლოდ ისეთ სასტავს, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობას აფინანსებენ, იქება ეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები თუ მედია, რომელიც კონკრეტული ქვეყნის დაქვედებარებაშია და მისი ინტერესების გამტარებელია.
ჩვენ კანონში კიდე წერია, რომ შეეხება ყველას ვინც ფინანსდება 20 პროცენტზე მეტით.
ახლა, მარტივი მათემატიკის ცოდნაც საკმარისია ადამიანი რომ მიხვდეს იმას, რომ 20 პროცენტით ვერ იარსებებს არასამთავროებები და ვერც მასმედია და ა.შ ამავე კანონში წერია, რომ იუსტიციის სამინსიტროს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციდან და ასევე მოითხოვოს კონკრეტული პირების პირადი ინფრომაცია, რომლებიც მაგ ორგანიზაციაში მუშაობენ.
ამავე დროს, თუ იქნება რომელიმე ორგანიზაცის წევრის მინიშნება, რომ ჩემს სამსახურში რაღაცა ხდება, ასევე აქვს უფლება შევიდნენ იუსტიციის სამინსტროს წარმომადგენლებს კონკრეტულ ორგანიზაციაში და მოხდეს მისი თავიდან ბოლომდე გახეხვა.
ეს მინიშნება რომ დამსენას გულისხმობს დიდი მსჯელობა არ უნდა მაგას.
ასევე არის უამრავი ბუნდოვანი პუნქტი, რომლებსაც რასაც გინდა იმას მოაბავთ, აი დაახლოებით ეგრე ხდება ბანკის მიერ ხალხის გაწეწვა, როდესაც რაღაცა ისეთ ჩაუწერენ, რასაც ყურდღებას არ აქვევს ადამიანი და რომც მიაქციოს ყველა ეკონომისტი ხომ არ არის ? და მერე ბანკი მაგ ბუნდოვანი პუნქტის საშუალებით იწყებს პიროვნების ეკონომიკურ ტერორს.
სწორედ ეგრე დაიწყეს რუსეთში, თორემ სიტყვის თავისუფლება პირდაპირ არავის აუკრძალავს.
ეგ კანონი გამოიწვევს უცხო დონორების გასვლას, არასამთავროებების კლებას და ბოლოს გაქრობას, რადგან საკუთარი ხარჯებით ეგენი ვერ იმუშავებენ და ასევე პრესის შემცირებას.
ამ ყველაფრის შემდეგ თუ ადამიანს კიდე ეჭვი გეპარება რამეში ან მოღალატე ხარ და საკუთარ თავს არ უტყდები, ან ის რაც ფიცხმა გურულმა გოგომ დაწერა
მე კიდე დიდი ტექსტების წერა არ მეზარება
marrriamეხ, რა ცუდია, მარიამ მასწ, რომ ჯერ კიდევ მამაკაცებთან მხოლოდ მეგობრულ ურთს უშვებთ თქვენს სამყაროში და კატეგორიული წინააღმდეგი ხართ სხვა სახის სიახლოვის
არადა თქვენნაირი მეუღლე არ არის დასაკარგი.
ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ სტაბილური ხელფასი გაქვთ, რომელიც თქვენს მეუღლეს გამოადგება, როდესაც განვადებას გააკეთებს, თუნდაც ავტომობილის შეძენის დროს. ან იგვე ბავშვებისთვის განათლების მიცემის მხრივაც დაეზოგება ფინანსები
რა კლიენტს კარგავს ბანკი და ასევე რა ცოლს კარგავს ვიღაცა ტიპი
მხოლოდ ნამდვილ მამაკაცს შესწევს ძალა იმის, რომ მამაკაცებისკენ ისევ შემოატრიალოთ თავი.
სამწუხაროდ, ეგეთი მამაკაცი ერთია და ის დაკავებულია
შევეგუოთ უნდა