Pannialny
TOP G

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1061
წევრი No.: 267710
რეგისტრ.: 3-September 22
|
#61325514 · 10 Jun 2024, 02:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (bususxuna @ 5 Jun 2024, 13:00 ) | J.R.R.Tolkien შენ ძველი ტომი ხარ თუ მეჩვენება  |
საკმაოდ დიდი პოსტის დაწერა გადავწყვიტე, რომელიც შეიძლება ცოტა ბავშვური და სულელურიც გამოვიდეს, მაგრამ ასევე გულწრფელი იქნება და იმისთვის არ არის განკუთვლინი, გინდა თუ არა ვინმემ წაიკთხოს ))) სავსებით შესაძლებელია, ოდესმე თუ ამ პოსტს ვიხილავ საკუთარ თავზე ვთქვა, ეს რამ დაგაწერინაო )))
2016 წელი ახალ დამდგარი იყო, როდესაც ეს თემა აღმოვაჩინე. სხვათა შორის, ამ განყოფილებაში 2016 წლამდე- თითზე ჩამოსათვლელი პოსტები მქონდა დაწერილი.
იმ დროს, მძიმე სტრესის პირობებში მიწევდა მუშაობა და ამ განყოფილებამ და "ღამის საუბრებმა" ძალიან დიდი სამსახური გამიწია. გულს ვაყოლებდი, ასე ვთქვათ. არ ვიცი, როდის იყო "ქალი და მამაკაცის" ოქროს ხანა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ მე როდესაც აქტიურად დავიწყე აქ პოსტვა, ისეთი ჩამკვდარი არ იყო, როგორიც ახლა არის. სწორედ, რომ მაგ პერიოდში "ღამის საუბრები" ოლიმპოზე იყო წამოჭიმული და მთლიანად ფორუმზე ყველაზე აქტიური თემა გახლდათ. ასეთი წარმატების მთავარი შემოქმედენი, ის იუზერები ბრძანდებოდენ, რომლებიც, სამწუხაროდ აღარ არიან აქტიურები ფორუმზე.
მოკლედ, ჩემი აზრით, ამ თემის მთავარი მამოძრავებელი იუზერების მიმოხილვა. შეიძლება ვიღაცები გამომრჩეს და ასევე დავამატებ, ეს არ გახლავთ კონკრეტული იუზერების ფსიქოანალიზი ან რამე მსგავსი (რომელი ფსიქოლოგი მე ვარ :დ ) და არც ძაგება და პირფერობის გამოვლინება ,უბრალოდ ჩემი გულწრფელი შეფასება და მეტი არაფერი.
პირველ რიგში დავიწყებ ჩვენი ლედით, ანუ უბრალოდ ლედილაიკე, რომელიც არა მხოლოდ ამ თემის- ჩემი აზრით, ზოგადად ფორუმის სიმბოლოა. ზოგადად, პირფერობას და ფლიდობას ვერ ვიტან, როდესაც ადამიანზე კარგ რამეს ვწერ ან ვამბობ, ყოველთვის ვცდილობ ვიყო ობიექტური და გულწრფელი, ამ კონკრეტულ პოსტშიც, ჩემი პრინციპების ერთგული ვარ. ხოდა აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ძალიან გავბრაზდი, ლედიზე ყოველთვის სიმპათიებით ვიყავი მის მიმართ განწყობილი.
საოცრად მომწონს ლედის ლაკონური პოსტები, რომელიც ცოტა შეპარვითი ცინიზმით არის გაჟღენთილი და ამავე დროს, რაღაცნაირ სითბოს ასხივებს. მისი ფოტები, სადაც ის პატარა ტასოსთან ერთად პოზირებს- უპოზიტიურეს აურას ჰქმნის <3 გენიალური და საოცრად თბილი დუეტი გახლავთ ტასო და ლედი. ასევე, არ დავმალავ და მომწონს ლედის შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების დარგებში- ხატვაში და კლასიკურ მუსიკაში დიდად ვერ ვერკვევი, მაინც ვხვდები, რომ ლედი ძალიან ნიჭიერი გოგოა. მოკლედ, ამ თემის და უდავოდ ფორუმის სიმბოლო არის და იქნება ლედი.
აი, შემდეგი იუზერი, ჩემი აზრით, არის სწორედ ამ თემის მთავარი სიმბოლო და ასევე განყოფილების სიმბოლო და თილისმაა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა სულაც არ ყოფილა იდალური და ხშირად გვქონდა პატარა სტიჩკები ))) ჩემთვის პირადად-ეს თემა პირველ რიგში, სწორედ მასთან ასოცირდება და როგორც სოპრანოს კლანი წამოუდგენელია ტონის გარეშე, ისე ეს თემა წარმოუდგენელი გახლავთ, ამ იუზერის გარეშე. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს ერთადერთ და განუმიორებელზე ქალი წითელი ფერი, ქალი ღამის საუბრების დედოფალი და პრინცესა ლოლა.
როგორც თავში აღვნიშნე იდიალური ურთიერთობა არ გვქონია-მეთქი, თუმცა არც სერიოზული კომფლიქტი ყოფილა ჩვენ შორის, უბრალოდ იყო რაღაც ეპიზოდები, სადაც ლოლაზე გავბრაზდი, თუმცა მეც არასოდეს ვყოფილვარ მამა აბრამის ბატკანი და ჩემი მხრიდანაც იყო წარსულიში ცუდი და მომაბეზრებელი ხუმრობები, რამაც განაპირობა ჩვენი კომიკური კნკლაობები ))) ბოლოს ნამდვილად გაბრაზებული ვიყავი ლოლაზე, მაგრამ დათაგულზე ვნახე, ჩემი ამბავი უკთხავს და ეგრევე გული მომილბა :დ მოკლედ, რაც იყო იყო. ზოგჯერ მე ვამლაშებდი და არ ვიყავი მართალი, ხოლო ზოგჯერ ლოლა აბუქებდა და არც ის იყო მართალი ))) თუმცა მე მაინც დადებითად ვიყავი ლოლას მიმართ განწყობილი და ამ პოსტით საკუთარ ეგოსაც გადავახტი და წყენას ვივიწყებ :დ
ახლა ჩემი თვალით დანახული ლოლა. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ჩემი აზრით, ლოლა საუკეთესო იუმორის პატრონი იყო ამ თემაში და ზოგადად განყოფილებაში. მართლაია, ძალიან კარგად ხუმრობს ბუსა და ლეგენდარული ბომბორაც, მაგრამ ლოლას იუმორი, მაინც ყველასგან გამორჩეული და დახვეწილია. თუ ბუსა თითქმის ყველა პოსტში ცდილობს იხუმორს და ხშირ შემთხვევაში კარგად გამოსდის, მაინც ხელოვნურობის ელფერს ატარებს, აი ლოლას იუმორი ზუსტად შეესაბამება სიტუაციას და კონკრეტულ მომენტს ზედ აკვდება. მოკლედ, რომ ვთქვათ, ძალიან დახვეწილი იუმორი აქვს ლოლას და როგორც თავად იტყოდა- პრინცესულია. რაც გასაკვირია ვერძისგან, თუმცა მგონი-ეგ ვერძ კაცებზე ითქმის.
ასევე მოწონდა ლოლას პატარა მინიატურული რეპლიკები მაგალითად, როგორიც იყო- მე ვმუშაობ ბადარებო, თქვენ ?
რაღაცნაირი სავიზიტო ბართი გახდა-ეგ ლოლას და ღამის საუბრების. სულ მინდოდა დაეწერა, მე გავთხოვდი პატარებო, თქვენ ? ან, მე როკენ როლს ვცეკვავ პატარებო, თქვენ ? მომენატრა ლოლას, ეს სასაცილო პოსტები.
ასევე მინდა აღვნიშნო ლოლას არისტოკრატული იმიჯი და მისი მუსიკალური საღამოები ))) მოკლედ, ძალიან აკლია ლოლას იუმორი, პოსტები და სიმღერები ამ განყოფილებას. ჩემთვის წამოუდგენელია ლოლას გარეშე ღამის საუბრები.
იმედი მაქვს კარგად არის და ბედნიერია. ბოლოს ლოლას სერიალების ერთ-ერთ ჯგუფში მოვკარი თვალი, სანამ იქედან წამოვიდოდი, რაღაც იმ სერიალზე წერდა, დიდი ცხვირი რომ აქვს გოგოს და მღვდელი რომ უყვარს, თუ არ ვცდები, ის ტიპი შერლოკში თამაშობს მორიატის როლში. იმის შემდეგ არსად შემხვედრი და ფორუმზე რომ დავბრუნდი და ეს თემა ვნახე ლოლას გარეშე, ისეთი ცარიელი მეჩვენა, როგორიც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ტრიბუნებია ხშირ შემთხვევაში. ჩემი აზრით, კეთილი გოგოა ლოლა და გულწრფელად ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს.
ასევე არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემის კოლორიტს და ყველაზე ქერა იუზერ- სალომეას, იგვე ბომბორას )))
ესეც წასული დამხვდა რომ დავბრუნდი ))) თუ ლოლა სიმბოლო იყო და არის ღამის საუბრების, სალომეა ნამდვილი კოლორიტი და მოვლენა ამ თემის და განყოფილების.
ყოველთვის ვხალისობდი მის პოსტებზე და ისტორიებზე )))
განსაკუთრებით მახსენდება, ბომბორა რომ ერთი პერიოდი კოკო შანელით იყო გატაცებული და მისი ციტატებით აჭრელებული ჰქონდა საკუთარი ნიკნეიმი. შემდეგ რომ გაიგო, შანელი ცოტა კაცმოძულე იყოო, ბომბორას აღარ დაევასა და ბევრი ფიქრის შემდეგ განუდგა შანელს )))
ანადა სოფლელებს რომ აბრალებდა ტარება არ იციანო და ამ დროს, თვითონ იმდენჯერ მონდომა შმახერობა ბოლოს ლამის მთელი თემა ვეხვეწებოდით, ფეხით იარე ბობმროა ნუ გვანერვიულებო. ასევე რაღაც პოსტებს, რომ წერდა და ეგონა ჭკვიანურ რამეს ვწერო და ბოლოში აწერდა, არაფრისო და ამ დროს, მაინც უქერულესი პოსტები გამოდიოდა ))) მიუხედავად იმისა, რომ ბობო ცოტას წაუსვეცკებდა, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ გული ძალიან კეთილი აქვს და უამრავი ადამიანს დადგომია გვერდში მორალურად. უდავოდ გამორჩეული იუზერი გახლდად სალომეა და ფორუმის ლეგენდად იქცა!
ძალიან დამწყდა გული ფორუმზე რომ ვეღარ მოვკარი თვალი მის პოსტებს. იმედი, კარგად არის და უკვე ამერიკაში ვაკელობს. დგას ყავით ხელში და ნიუ-იორკიში, კერძოდ მანჰეტენში უკიჟინებს ნიუ ჯერსელებს, წადით თქვენ სოფელში, გვაგულავეთ ჩვენს ნებაზეო ))) და თან ფიქრობს, აქ აღდგომის დროს თუ იცლება სოფლელებისგან, ეს ამოდენა შტატიო.
მორიგი იუზერი, რომელიც ამ თემიდან მახსოვს, არის ყველაზე უსექსუალურესი და ლამაზი მოდერი (ფლეროდა სორვი, არ გაბრაზდე შენც ძაან სექსუალური მოდერი ხარ :დ ) პატარა მარიამი, იგვე მარიამ შოკი, შოკოლადო ))) პირველად რომ გავიცანი სანამ მოდერი გახდებოდა, ის მარი უფრო მომწონდა, რომ შემოდიოდა და წუწუნებდა, არიქა შვალედურები მეწყებაო, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ცოტა შეიცვალა მოდერობის შემდეგ ჩვენი მარი, მაინც არ დაუკარგავს თავისი ხიბლი. მარიამი არის იუზერი, რომელიც მარტო აცოცხლებს ერთ თემას, კერძოდ თბილისის ღამის კლუბების თემას ვგულისხმობ. ზოგჯერ მგონია, მარიამის ხიბლს ვერ გაუძლეს და მაგიტომ დაიწყო ბევრმა იქ მპოსტავმა იუზერმა ღამის კლუბებში სიარული ))) მაგაზე შეიძლება მარისაც ეცინებოდეს ))) ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგოა მარი ფორუმზე და ამავე დროს, ძალიან სიცოხლით სავსეა. როგორც მოდერსაც არა უშავს :დ
ამ თემის და განყოფილების მუდამ ბავშვური და ლაღი მარი.
მორიგი იუზერი არის უქარიზმატულეს, დახატული და მუდამ მოვარჯიშე და ფლირტების დედოფალი ბუსა, რომლის კოდური სახელია დრიგნა )))
ბუსა, ცოტას წაუჟმურებს ხოლმე, მაგრამ მასაც კეთილი გული აქვს. იუმორი და ქარიზმა აქვს ბუსას იცოცხლე!... ერთი გამორჩეული თვისება რაც ბუსას აქვს არის ის, რომ რაღაცნაირი ენერგეტიკა მოდის მისგან, აი სტატუსიანი ქალის ვაიბი აქვს.
ცოტა სიფიცხეც ახასიათებს ჩვენ ბუსას, მაგრამ ქენქერა ნამდვილად არ არის. ერთ-ერთი გამორჩეული იუზერია ღამის საუბრების ბუსა, თავისი იუმორით და ქერული პოსტებით )))
ერთადერთი სამზარეულოში მგონი ისეთი მაგარი არ უნდა იყოს, როგორიც ვიზუალურად არის, რადგან მისი გამომცხვარი ბრაუნების ფოტები რომ დადო, უყოყმანოდ ამოვიღე ტკბილი რაციონიდან )))
მორიგი იუზერი, რომელიც ამ თემის ასევე ლეგენდა და რომლისგან კარგი არაფერი მახსოვს, პირიქით, მაგრამ მაინც უნდა მეხსენებია, რადგან არ იქნებოდა სწორი მისი გამოტოვება. მოკლედ, საუბარი მაქვს- ჰოლდენიკოზე. რა შეიძლება ითქვას ჰოლდენიკოზე, იუმორი ჰოლდენიკოსაც კარგი აქვს, სხვა მხრივ, მგონი ამ თემაში ყველაზე მაგარი კუხნაში სწორედ ჰოლდენიკო უნდა იყოს. ისე, აბა ლიტგანყში და პოლიტგანყში ისეთი იუზერები ვნახე, ჰოლდენიკო მათთან შედარებით ანგელოზია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი ჰოლდენიკო ყველა განყში საჭიროა, გამოსაფხიზლებლათ და ხანდახან კომფლიქტებში წასავაჯიშებლად ))) უდავოდ, ამ თემის ლეგენდაა ჰოლდენიკოც.
ისე რა გამახსენდა. ზოგერთი იუზერი რომ ამ თემაში იყო 24/7 და მერე, როგორც კეთროვანს ისე არ ეკარებიან თემას, ეგ არ მომწონს. და ასევე, უსათაუროში რომ გაიკეთებენ კარიერას და მერე ქალი და მამაკაცს დაცინიან და ლამის არის მამაოს აღსარება ჩააბარონ აქ რომ პოსტავდენ ))) აი, ეგ არ მომწონდა ასევე.
ეს პოსტი არ ეხება არც ჰოლდენას (მაგას ნამდვილად ვერ დავაბრალებ ჰოლდენას) და არც ბუსას და არც კონკრეტულ იუზერს, უბრალოდ სამწუახროდ იყვენ ეგეთი იუზერები აქ და მე პირადად, ბევრი სისულელე დამიწერია აქ (ამ პოსტის ჩათვლით :დ ), მაგრამ არასოდეს ვინანებ ღამის საუბრებში და ქალი და მამაკაცში რომ ვპოსტავდი. გულგრილად არასოდეს ჩამივლია გვერდი ამ თემისთვის და მართლა ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.
უი, არ გამომრჩეს ლეგენდარული თოკო, თავისი მუსკებით და ასევე ლეგენდარული საკუნა (ლოლა სახელების შერქმევაშიც მაგარია :დ ) და ამ თემის პრინცი რაღაცა იქნება ისე არ დავრჩებით ))) ესენიცი ამ თემის ლეგენდარული იუზერები არიან, ისევე როგორც ხუჭუჭა და ანაბელა.
აქვე მინდა სულ სხვა განყოფილებიდან გაცნობილი ორი იუზერი მოვიკითხო.
პირველი Heart_of_Darkness იგვე გრძელ პოსტა. იმედია, კარგად ხარ დარკენას. დღემდე ვერ დამიჯერებია იმის გამო, რომ აგითვალწუნეს, უბრალოდ სხვებზე მეტი წიგნები რომ გაქვს წაკითხული და უკეთესი განათლება გაქვს მიღებული. მეც ზოგერთმა იუზერმა ამითვალწუნა თბილისელი რომ არ ვარ და გურული ლექსიკონით გაჯერებული პოსტები მქონდა, მაგრამ შენ მაინც საოცარი მოვლენა იყავი ))) გამოგიტყდები და გეტყვი, ფილოსოფიის მიმართ ისევ გამიღვივე ინტერესი. ოდესმე თუ წაიკთხავ ლექცებს ახსენე შენი ველოსპედი და ფემინური ფეხები და პარკეტს რომ აგებდი სახლში, იმ წუთასე გიცნობ. პლატონის იდეების სამყაროზე და ჰეგელის საგნების შეცნობაზე სანამ დაიწყებ ბჟუტურს. წარმატებები დარკნესა. ერთი ის ვერ გაპატიე ( როგორც ბესტ ვერ ვაპატიე ლიტგანყის ჩაღლევება), რომ გეგონა ოცე ლიტერატურაში ერკვევაო ))) მიკვირს, რომ ვერ ხედავდი გარტყმაში რომ არ იყო მხატრული ლიტის და ასევე მინდა ვახსნეო იუზერი უმსგავსო. ჩემი ძველის ძველი რეპერი მეგობარი Piquecanthropus იმედია შენც კარგად ხარ. ხომ ხედავ, რა დღეშია ბარსელონა. შენი სტატისტიკები სჭირდება ბარსას თემას.
ასევე ამ განყის ლეგენდები რომ არ ვახსენო არ შემიძლია, მაგალითად: სალამანდრა და სნეგირი, ურო და ნამგალი რომ უჭირავს მოსფილმის თემაში, აი დაახლოვებით ეგეთი სიმბოლოები არიან ქმ სნეგირი და სალამანდრა ))) ასევე სნეგირის ალტერ ეგო სანდრო, რომელიც მგონი წარმატებული გხდა, მის ითუბ არხს ვუყურებდი ერთი პერიოდი. ლამის ამ განყში გაზრდილი ლითმელმისი, რომელიც ძალიან მიზანდასახული და მონდომებული გოგო ჩანს. ჩვენი განყოფილების უცვლელი ლეგენდა მაშა ლეგენდები რომ დადიოდა კოშკები აქვს აშენებული და ლამაზ ბიჭებს ამწყვდევსო და დარაჯათ გველეშაპი დაუყენებიოა ))) ჩვენი ყველაზე პრინციპული მოდერი ფლეროდა, რომელიც ლამის სხვაგან არც პოსტავს. და რა თქმა უნდა- თედუსა.
ერთი ოცნება მქონდა თედოუსი მაგარ სამსახურს რომ იშონის და ბევრ ნაშებთან ერთად გადაღებული ფოტებით გაიჩითება <3 იმედია შეძლებს თედო ყველაფერს.
მოკლედ, ძალიან კარგი დრო იყო მეგობრებო. ახლა განყი მკვდარია და მხლოდ ქეთუსა აცოცხლებს ხელოვნურ სუნთქვაზე.
რას ვიზამთ, ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება.
არავის გიცნობთ ამ განყიდან ( ფორუმზე მხოლოდ სპორტის და უსათაუროს განყიდან ვიცნობ ხალხს), მაგრამ თითეულ თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ. მართლა, გამიხარდება თქვენი კარგად ყოფნა.
და მე არასერიოზული პოსტებით და უამრავი ალტერით <3
აქვე სატურნ იმედია დაგიფასებენ ნაცები ფორუმზე მოღვაწეობას. რაც შენ უსამართლო ბანები დამადე და შემაძულე ფორუმი ყოჩაღ.
მადლობა, ბატონ ბიძინას არა, მადლობა ტიმს. მიუხედავად იმისა, რომ შენი მოდერების ქცევები მაგრად გკდია და უბრალო იუზერებს არ წყალობ, მაინც კარგი კაცი ხარ და მადლობა ამ ფორუმის შექმნისთვის.
2022 წელი. მოგონებები და ჩანახატები ღამის საუბრებზე და ქალი და მამაკაცზე.
ბუკა <3
This post has been edited by Pannialny on 10 Jun 2024, 02:30
--------------------
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate "Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain." "El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს
|