#61371614 · 29 Jun 2024, 18:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (OliverMess @ 27 Jun 2024, 20:14 ) | metofe
ტაფა უნდა იყოს მთლიანი ერთიანი შენადნობისა. თუჯი იქნება ქვა თუ კერამიკა ეგ რიგით მეორეა. მთავარია რო ერთიანი იყოს. იასნა რო ჯობია მოჭიქული თუჯი ან ქვის ტაფა. რო არ მიიწვას კარგად უნდა გაახურო მერე დაუშვა ერბოკარაქი და მერე შესაწვავი. არ უნდა დააფარო თავზე და მყარი სილიკონის ნიჩაბი შეუცურო ხორცია თუ კარტოფილი თუ სხვა რამე და ისე ამოაბრუნო. |
ქვის ტაფა არ არსებობს, გრანიტის ტაფას რომ ეძახიან, იგივე ტეფალია, უბრალოდ მარკეტინგული სახელი ჰქვია განსხვავებული. პროფესიონალი მზარეულები მხოლოდ ლითონის ტაფებს იყენებენ, იმისთვის, რომ ლითონის ტაფამ არ მიიწვას, საჭიროა მისი გახურება გარკვეულ ტემპერატურამდე. მაგალითად, წყლის წვეთს რომ დააწვეთებ ამგვარად გახურებულ ტაფას, კი არ აორთლდება შიშხინით, არამედ ისევ წვეთად დარჩება და ტაფაზე დაიწყებს სირბილს. ამგვარად გახურებული ტაფა არ მიიწვავს უკვე.
რომც მიიწვას ცოტა, ეგ მიმწვარი უფრო გემრიელია, შეგიძლიათ ცოტა ღვინო დაასხათ ან თუნდაც ადუღებული წყალი და მოცილდება. ტეფალის ტაფას იყენებენ ისინი, ვინც ახალბედა ანუ დამწყებია ან კარგად არ იცის კულინარია.
|