ყველა განსხვავებულად იმატებს ნატურალურად კუნთოვან მასას და ზოგი კარგ შედეგს დებს და ზოგი ვაბშე იგივე ტანზე რჩება თუ სტეროიდები არ მიიღო.
სტეროიდებზეც იგივე სიტუაციაა, ზოგის სხეული განსაკუთრებულად რეაგირებს და მაგარ შედეგებს დებს, ზოგის კი მიზერულად.
90% სკელეტონზე მოდის მხრების სიგანე, ანუ კუნთის ხარჯზე მაქს. 10% უნდა მოდიოდეს, თორე ნამეტანი კუნთების ხარჯზე განიერი მხრები სიმახინჯეა. სტეროიდების პლიუსი ისაა რო ე.წ. 3D დელტები ამოყავს, რაც სერიოზულად ავსებს მხრებს და ესთეტიკური მოყვანილობისას ხდის. მაგას დამატებული latissimus dorsi კუნთები რო განიერდება მკლავები გვერდზე გააქვს მოსვენებულ პოზიციაში და უფრო განიერი ხდება მაგის ხარჯზეც ვიზუალურად მხრები.
სკელეტონის სიგანეს კი ნეკნების გალიის სიდიდე, მათ შორის არსებული მსხვილი ძვალის (sternum) სიმკვრივე, ლავიწის ძვლების სიგრძე და რაც მთავარია პროექცირება (ანუ ლატერალურად უნდა იდგეს ლავიწის ძვალი და სწორი მოყვანილობის იყოს რაც მთავარია და არა უკან გადახრილ მდგომარეობაში და ზიგ-ზაგისებური მოყვანილობის) + სკაპულას (ბეჭებზე რო ამოიბურცება დიდი ძვლები) გაბარიტები და მაგ ყველაფერს დამატებული ზედა მკლავის ძვლის სიმკვრივე განაპირობებს სკელეტარული ჩარჩოს ბაზისს, რაც უცვლელია როცა ასრულებს ფორმირებას ძვლები, ანუ ვერ გაგანიერდება ზრდასრულ ასაკში ვეღარანაირად.
ეგ ყველაფერი კი გენეტიკურია და შეიძლება ვიღაცას უვარჯიშებელზე დელტოიდებს შორის მანძილი 40 სანტიმეტრი ქონდეს და ვიღაცას 55. შესაბამისად, ის ვიღაც, ვისაც 40 სანტიმეტრი აქვს უვარჯიშებელზე მხრების სიგანე, მაქსიმუმ დაამატებს 3-4 სანტიმეტრს სტეროიდების გარეშე კუნთის ხარჯზე და სტეროიდებით 6-7 სანტიმეტრს. 55 სმ ვისაც აქვს ის ავა 58-59-ზე სტეროიდების გარეშე და 61-62-ზე სტეროიდებით, რაც 99%-ე პროცენტილია სტატისტიკურად. არნოლდს პრაიმში ქონდა 60 სანტიმეტრი მხრების სიგანე სტეროიდებით დაბერილი კუნთებით ისიც. წარმოდგენისთვის რო გქონდეს თუ რამსიგანეა 60 სმ მხრები.
აჩკიპას გავუზომე მხრების სიგანე ფოტოშოპში და შევაფარდე მის სახის სიგანესთან. 2.85 მივიღე. მაგის სახე მაქსიმუმ 13 სმ იყოს სიგანეში და გამოდის რო სადღაც 37 სმ-მდე უნდა ქონდეს მხრების სიგანე ყველაზე დიდი, რაც პროცენტილებში სტატისტიკურად 1-ის ქვემოთაა, ანუ ქალის მხრების სიგანეა ფაქტიურად. მინიმუმ 3.5 უნდა იყოს შეფარდება მხრების სიგანე სახის სიგანესთან რო ბავშვს არ გავდეს კაცი აღნაგობით. იდეალურ შემთხვევაში 3.7 ან 3.8. 3-ის ქვემოთ საშინელებაა კაცისთვის.
ფაქტიურად განიერი მხრების გარეშე მასკულინური დიმორფიზმი არ არსებობს. ეგ იგივეა როგორც თეძოებზე განიერი წელი რო ქონდეს ქალს. ანუ, კაცისთვის მხრების და თეძოების სიგანის შეფარდება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალისთვის თეძოების და წელის სიგანეების შეფარდება.
ელაიჯა ვუდსაც დაახლოებით აჩკიპას დონის შეფარდება აქვს მხრების და სახის სიგანეების და მაგიტომ გავს ბავშვს.