UMTS
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 36144
წევრი No.: 23239
რეგისტრ.: 14-September 06
|
#61422401 · 24 Jul 2024, 11:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ გვერდზე იუზერთა უმრავლესობამ გარკვეულწილად მართებული მიზეზები ჩამოგიწერეს თუ რატომაც გემართება ეგრე, თუმცა, მოდი უფრო კომპლექსურად და რეალისტურად გაგიშლი თუ როგორი უნდა გახდე იმისათვის, რომ მინიმუმამდე შეამცირო მსგავსი შემთხვევები. სხვებმა თუ მხოლოდ პოტენციურ მიზეზებზე მიგითითეს, მე ე.წ. გაიდლაინს დაგიდებ თუ როგორ უნდა გამოასწორო ეგ სიტუაცია.
პირველ რიგში უნდა დავიწყოთ გარეგნული მხარით. ეს არის აქსიომა და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი კაცისთვის. არ დაიჯერო არავის ნალაპარაკები რო თითქოს კაცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია გარეგნობა და მთავარი მისი ხასიათებია და ა.შ., ე.წ. გასლაითინგია ჩვეულებრივი ეგ.
საკუთარი თავი ისე აღწერე რო შთაბეჭდილება მრჩება ე.წ. goofy ტიპაჟი ხარ. ეს იმას არ ნიშნავს რო უშნო ხარ ან რამე, უბრალოდ გამორჩეულობა გაკლია ჩემი აზრით და მოდი ჩამოგიწერ თუ რა უნდა შეცვალო გარეგნულ ასპექტებში:
ამბობ რო სპორტული აღნაგობის ვარო, მინი ფეხბურთს ვყომარობ რეგულარულადო, თუმცა მინი ფეხბურთი კი არა დიდი ფეხბურთიც რო იყომარო რეგულარულად, ათლეტურ ტანს მაგით ვერ დაიყენებ. ერთი რისთვისაც კარგია რეგულარული სირბილი ეგ არის ცხიმის შემცველობის დარეგულირება და გულის კუნთის გაკაჟება, რაც აუცილებელია რა თქმა უნდა, რო ღიპი და ღაბაბი არ გედოს კაცს. მაგრამ, დარბაზში თუ არ მიხვედი და წონებზე არ დაიწყე მუშაობა, მაგარ ტანს ვერ დაიყენებ ეგრე.
უბრალოდ ფორმაში ყოფნა არაა საკმარისი, მასკულინური იერისთვის კუნთოვანი სისტემა კარგად უნდა გქონდეს განვითარებული კაცს. გირჩევ რო მინიმუმ ტესტო E ციკლი გადაიტარო 1-2-ჯერ მაინც, თორე natty-ზე წლები დაგჭირდება დამაკმაყოფილებელი ტანის დასაყენებლად და ფაქტიურად დარბაზში უნდა გადასახლდე მაცივრიანად რო შედეგები დადო და შეინარჩუნო. სხვა ფარმაკოლოგიას არ გირჩევ დამწყები თუ ხარ, დანარჩენი მერე შეგიძლია დაამატო საჭიროებისამებრ.
თუ აღნაგობა არ გივარგა და 25 წლამდე ასაკის ხარ, ცურვაზე დაიწყე სიარული და ბატერფლაი დაამუღამე. ლავიწის ძვლები ზოგ შემთხვევაში 30 წლამდე არ ასრულებს სრულ ფორმირებას კაცებში. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ გიწყობს ასაკი ხელს MK-677 და არომასინი ღირს რო დაამატო ტესტო E-ს, მინიმალური დოზებით ოღონდ. მაგ შემთხვევაში 30 წლამდე შეიძლება რო 1-2 სანტიმეტრით გაგანიერდე ძვლების ხარჯზე, რაც შესამჩნევი სხვაობაა და ღირს ყველა პონტში. ხოლო, თუ აღნაგობა კარგი გაქვს, მაშინ არ ღირს ზედმეტი რისკები და მხოლოდ ტესტო E-ს 1 ან 2 სრული ციკლი საკმარისი იქნება რო დაიკუნთო საკაიფოდ.
მთავარი აქცენტი გააკეთე მხრებზე და კისერზე, მერე მკერდი, ზურგი, გვერდები და ბოლოს პრესი თუ გინდა. ფეხები დაიკიდე ფეხებზე, კისერზე გააკეთე აქცენტი ფეხების ნაცვლად.
მაგალითისთვის: ფოტოშოპი მარცხენაა, რეალური ფოტო მარჯვენა. როგორც ხედავ, განიერი მხრები + ყბების სიგანის კისერი = მასკულინურ დიმორფიზმს. რადიკალურად ცვლის კაცის იერს განიერი მხრები და მსხვილი კისერი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტანს რო დაიყენებ დანარჩენი შტრიხების დამატება არაფერია ფაქტიურად, ფულის თემაა უბრალოდ. ქერა თუ ხარ თეთრი და ფითქინა კანი გექნება სავარაუდოდ და გირჩევ რო გაიმუქო საკაიფოდ. მაგისთვის ორი ვარიანტი გაქვს:
1. შედარებით უსაფრთხო, მაგრამ ნაკლებად ეფექტური არის ბეტა კაროტენის დანამატების მიღება, რასაც თვეები დაჭირდება რო შედეგი ნახო. ოდნავ მონარინჯისფრო ელფერს იძლევა და ზაგარს ვერ შეედრება ოღონდ.
2. გაიჩხირო მელანოტან 2 მცირე დოზებით და სულ რაღაც 5 წუთი დაწვე სოლარიუმში ან მზეში გახვიდე ტიტველი. ყოველი გაჩხერვის მერე 5 წუთიანი ზაგარი საკმარისია რო რამოდენიმე დღეში გამუქდე საკაიფოდ, იმდენად ძლიერი ნივთიერებაა. მაგის გარეშე დაზაგვრას აზრი არ აქვს, უნდა დაიხრუკო მზეში საათობით და ზაგარის ნაცვლად დაწითლებულმა იარო და გაინადგურო და დაიბერო კანი ნაადრევად უნდა.
მითუმეტეს ცისფერი თვალები თუ გაქვს მაგარ კონტრასტს მოგცემს დაზაგრულ კანზე. ქერა თმა შეგიძლია ან გადაიპარსო ან შეიღებო, ზაგარს + ცისფერი თვალები და მუქი თმა = მკვლელ კომბინაციას იმჰო.
სტილს რაც შეეხება მოშვებული ზმანებით არ იარო, რო დაიკუნთები შესაბამისად ჩაიცვი რო გამოიკვეთოს სხეული ტანსაცმელში. სოლიდური, მასკულინური სტილი მოირგე რო ნერდი როჟის ვაიბები არ გქონდეს, არ უხდება კაცს თინეიჯერივით გაზმანვა და არც ევასებათ ეგეთი ზმანი ჩამოყალიბებულ ქალებს (25+ ასაკის ქალებს ანუ).
ბონუსად რამე დიდი მოცულობის ტატუ დაიხატე ხარისხიანი ოღონდ. ფეხზე, მუცელზე და ზურგზე არა ოღონდ. ზურგზე მხოლოდ ცენტრის აყოლებაზე რგოლები, დანარჩენი დატოვე სუფთად. რამე tribal ტატუ დაიხატე ცალ მკლავზე მთლიანად + ცალი მკერდის ჩათვლით, მეტი არაა საჭირო. შაბლონური წარწერები და ციტატები არ გინდა, არამასკულინურია.
თმას, წვერს, სახის კანს და ფრჩხილებს უნდა მოუარო და შეუნარჩუნო სიჯანსაღე აუცილებლად. ნაადრევი გამელოტება და დაბერება = სასიკვდილო განაჩენს.
მოკლედ, გარეგნულად მაქსიმალურად მასკულინური უნდა გაიჩითო და რაც ჩამოგიწერე ეგ ყველაფერი საკმარისია რო უბრალოდ სხვა ტიპი გაიჩითო ვაბშე, მთავარია დეფორმირებული არ იყო კაცი და რაც დაგიწერე ეგენი ყველა პონტში სერიოზულ შედეგებზე გაგიყვანს დამიჯერე.
ეხლა რაც შეეხება ხასიათს და ქმედებებს:
როცა თესლი ტიპი გახდები, დამიჯერე, მერე სხვანაირად შემოგხედავენ გოგოები და შენგან უფრო მეტს მოელოდებიან, ამიტომ, გარეგნულ მხარეს თუ არ დაამთხვიე შესაბამისი თავდაჯერება და საქციელები, დაუშრებათ ერთი ადგილი. ოღონდ, თუ ჯერ გარეგნული მხარე არ მოიყვანე შესაბამის კონდიციაში რო მაგ დონეზე შემოგხედონ, რაც არ უნდა გაჯგიმულმა იარო და დასტოინად მოიქცე, აზრი არ ექნება. ანუ, ორივე მნიშვნელოვანია, გარეგნული იმიჯიც და შესაბამისი საქციელებიც, ერთმანეთის გარეშე არ გამოდის ცალ-ცალკე.
მთავარია ე.წ. douchebag ტიპი არ იყო ნამეტანი. ნუ, რაღაც დოზებით შეიძლება ხანდახან. ეპატაჟურობას თუ გამოავლენ და კომპლექსებისგან დაცლილი ილაპარაკებ სპონტანტურ რამეებზე + სპონტანურ საქციელებს ჩაიდენ, ეგ დიდი პლიუსია, მითუმეტეს როცა შესაბამისი იმიჯი გაქვს გარეგნული მორგებული. მუდო და მოსაწყენი არ უნდა იყო, არაპროგნოზირებადობა სერიოზულ დრაივს იძლევა, მითუმეტეს 25 წლამდე გოგოებში.
ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭო არასოდეს არც ერთ გოგოს, გინდა დაგვაჯული იყოს და გინდა ადრიანა ლიმას გავდეს. Don't give a fuck მაინდსეტი გქონდეს და ერთ გოგოსთან არ მოიქციო ნაჭუჭში თავი არასოდეს, ყოველთვის გყავდეს ალტერნატივები და არც შემთხვევით ურთიერთობებზე თქვა უარი როცა მსგავსი ვითარება გაგიჩნდება ან გააჩენ თვითონ.
P.S. არასოდეს იტრაბახო ახალ გაცნობილ გოგოებთან რო წესიერი ბიჭი ხარ და არ ეწევი, არ სვამ და ა.შ. უბრალოდ არაა საჭირო მაგ ყველაფრის აფიშირება, თვითონვე შეგამჩნევენ როგორი ხარ, ლიშნი რეკლამა არაა საჭირო გოგოებთან იმის თუ რა ცხოვრებით ცხოვრობ.
აგრეთვე, ცოტა სასმელზე უარი არასოდეს თქვა როცა გოგო სვამს შენთან ერთად. არ დაიწყო რო ვერ ვსვამ, არ შეიძლება ჩემთვის და ა.შ., ზომიერად ყლურწე შიგადაშიგ, ნუ გაიჭყიპები. ძაან ქრინჯობაა მაგ ნამეტანი წესიერების და აწყობილი ცხოვრების აფიშირება და დემონსტრირება, დამიჯერე. დრაივი არ უნდა ჩაუკლა გოგოს არავითარ შემთხვევაში, ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე.
ასე რომ, ჯერ გარეგნობა და იმიჯი და მერე სხვა დანარჩენი, ისე აზრი არ აქვს არაფერს იცოდე. საშუალო კაცი ვერაფერს შვრება დღეს, მაქსიმუმ ღრმა სოფელში ჩავიდეს და იქ გაურიგონ ვინმე. ბევრად მაღლა უნდა იდგე საშუალო კაცზე რო გამოირჩეოდე მათგან, გინდა გარეგნულად და გინდა ობრაზით და ხასიათებით.
გაითვალისწინებ ჩემ რჩევას და შეგეცვლება ეგ სიტუაცია, არ გაითვალისწინებ და ყოველთვის low sex value ობიექტად აღგიქვამენ, ანუ შენთან გვერდით ყოფნას და სექსს ვერ წარმოიდგენენ, მხოლოდ ჭორაობას კაი დაქალივით.
ასაკი არ დაგიწერია და 30+ თუ ხარ საკმაოდ, ცოტა დაგვიანებულია მაგ ყველაფრის პრაქტიკაში გადატანა ბევრი მიზეზის გამო, თუმცა მაინც ცადო უნდა, დასაკარგი არაფერი გაქვს.
This post has been edited by UMTS on 24 Jul 2024, 11:02
--------------------
კრიპტოვალუტის ყიდვა გაყიდვა https://cex.io/?c=4&a=1017&o=2&s=sc https://www.binance.com/?ref=17887979
|