რადგან შენვე ამბობ, რომ ფორუმი გეხმარება პიროვნულ ზრდაში, მხოლოდ ამიტომ თავს უფლებას მივცემ და ვრცლად აგიხსნი შენი ქცევა რატომ იყო გუშინ უტაქტო.
როდესაც ამბობ, რომ გესმის ხუმრობის და აქ ძირითადად ხუმრობ და ერთობი, და ამავე დროს როდესაც მოგდის პმ-ში მოპატიჟება თამაშზე, პასუხის არ გაცემა, კონვერტირდება იმაში, რომ თავის მოტყუება და სხვისი შეცდომაში შეყვანაა ის რასაც ამბობ.
მეტიც, პასუხის არ გაცემა ასევე ბოროტული და ინფანტილური ჩანაფიქრიც იყო, რადგან გეყო თავდაჯერებულობა და რატომღაც ჩათვალე რო 3 კაცი შენს პასუხს დაველოდებოდით და ამით რამეს ჩაგვიშლიდი ან მინიმუმ დროს დაგვაკარგვინებდი :დ
შეთავაზების არ შერგება ერთია და მერე კიდევ, აქ შემოსვლა და ჩემი წამოკიდება იმისთვის რომ დაგეწერა, თურმე როგორ “დაგავიწყდა” პასუხის გაცემა უკიდურესად poor ქცევაა (((
აქვე ავხსნი იმას, თუ რატო მოგწერე ცალკე. აქ რომ ლინკი დაიდო, ოთახში დაგვიჯდა მოთამაშე, რომელიც აზრზე არ იყო თამაშის და ფაქტობრივად ჩაშალა მთელი თამაში, ამიტომ მსგავსი უაზრობისთვის დრო არავის გვაქვს და ვერიდებით აქ ლინკის დადებას.
გუშინ აქ იყავი, პოსტავდი და ამის გამო მოგწერეთ რამდენიმეს მე და ლილჰამერმა.
ადეკვატური პასუხი გაგვცა ხალხმა შენს გარდა

)
და ეგ იმტომ რო ხუმრობა არ გცოდნია რეალურად, თურმე არაგუნდური ხარ და სქემების ხლართვა, დრამა და გართულებები გიყვარს.
* * *
ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდიმების გასასწორებლად არ დავაედითებ:დ ვაღიარებ და ვიღებ)))