რამდენი წელია ავატარი არ შეუცვლია და ბანის დადების შემდეგ შეუცვლია:

ძალიან ძნელია ფორუმელის გარდაცვალებას რომ გაიგებ.
გუშინ პოიზონამ რომ დაწერა ზოგი ადამიანი რამდენ წრეზე მიდისო სასიყვარულო ამბავში ფორუმზე ერთმანეთთან, ერთი შეხედვით შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ განა სხვაგან ვერ იპოვის ადამიანი? უბრალოდ აქ განსაკუთრებული აურაა ( ყველასთვის არა რა თქმა უნდა)
და ემოციური კავშირი ფორუმთან თვითონ და ალბათ იმიტომ, რომ აქ ჩვენს თავს აღმოვაჩენთ, ჩვენს სურვილებს, ჩვენს განცდებს აქ ვტოვებთ, ზოგს დღიურსაც უცვლის, თან ცოტანი ვართ.
რამდენჯერ ყოფილა თემაზ რომ ქუჩაში ფორუმელი დავინახე... არადა ხო ჩვეულებრივი მომენტია ადამიანი დაინახო?.მაგრამ ჯარისკაცის მამაშინროა შეხვედრა, რაღაც ეგეთია ზოგჯერ, ნუნადრე უფრო იყო.
ქუჩაში სხვა დამოკიდებულება, ჩახუტება, ოატოვისცემა.
სტეტჰემა ერთ - ერთი ჩვენგანი იყო იმ თითზე ჩამოსათვლელ ფორუმელებში, რომელიც აქტიური იყო და უსათაუროში განსაკუთრებით, რადგან ბევრი დაგვაკლდა.
შევეჩვიეთ ერთმანეთს, მაგრამ ამას ღოად არც გამოვხატავთ, შეიძლება ვერც ვაცნობიერებთ ვიდრე ფაქტის წინაშე არ დავდგებით.
შეიძლება რაღაც მაგარი დაეწერა და არ აღმენიშნა, შეიძლება გვეკამათა , ათასი სისულელე დაგვეწერა სპეციალურად, მაგრამ ვიცოდით ვინ ვინ იყო ჩვენს გულებში.
ძალიან ძნელი გასააზრებელია არასდროს რომ აღარ დაპოსტავს
იმაზე მეფიქრება რამდენი რამე დარჩა გასაკეთებელი, რამდენი გეგმა ჰქონდა და ოცნება.
ფორუმზე შემოსვლაც აღარ მინდოდა, მაგრამ შემომაწვა.