რა ჯობია საქართველოში დაბერებას,
თვიდან თვემდე ხელფასზე ცხოვრებას,
შენზე ნაკლებად განათლებულ, მაგრამ ,,ფულიან" ხალხზე მუშაობას,
პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილურ გარემოს, რომელიც ,,პიროვნულად გწვრთნის",
გენმოდიფიცირებული საკვების ჭამას,
გამონაბოლქვიანი ჰაერის სუნთქვას,
ლარში სესხის გამოტანას და დოლარი რომ ავარდება მერე ნერვიულობას,
ბინის იპოთეკით ყიდვას და 10-15 წელი გადახდას, წელზე ფეხის დადგმით და ქამრის შემოჭერით,
პოლიტიკოსების და მედროვეების ლაქშერი აგარაკების ტელევიზორით ყურებას,
ავად გახდები და ნახევარი ხელფასის ანალიზებზე დატოვებას,
მერე დაბერდები და კიბო მოგკლავს,
ან 50 წლის ასაკში ინფარქტი.
მთავარია ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები გვერდით ხომ გყავს