ეს ფენომენი შეიძლება ტრანსფერენციადაც აღიქმებოდეს. ტრანსფერენცია არის ემოციური გადაცემის პროცესი, როცა ადამიანი ცდილობს საკუთარი გრძნობები, სურვილები ან მოლოდინები, რომლებიც ადრე ვინმესთან (მაგალითად, საყვარელ ადამიანთან) აკავშირებდა, სხვაზე გადაიტანოს
შევეცდები გითხრა მიზეზები რატომ ხდება ეგ და რას მიაქციო ყურადღება
1) ნოსტალგია: შესაძლოა, რაღაც გაკლია და ცდილობ, ის ადამიანი "დააბრუნო" ან გაიხსენო მასთან დაკავშირებული სითბო და უსაფრთხოება.
2) განმეორებითი კავშირი: შენი გული ეძებს მსგავს თვისებებს, რომლებიც საყვარელ ადამიანში მოგწონდა და ცდილობს მათ სხვაში პოვნას.
3) შეუცვლელობის შეგრძნება: საყვარელი ადამიანის ადგილი შენთვის იმდენად განსაკუთრებულია, რომ ახალი ურთიერთობისთვის მზად ყოფნის ნაცვლად, საკუთარ მოლოდინებს მისგან ნაცნობ ხატზე აგებ.
4) სევდა და დანაკლისი: თუ ეს ადამიანი შენი ცხოვრებიდან წავიდა, შეიძლება სხვაში მისი "ჩანაცვლების" ქვეცნობიერი მცდელობა გქონდეს.
დაფიქრდი რამდენად სამართლიანია სხვისი იმ ადამიანის მსგავს თვისებებში შეფუთვა, ვინც უკვე არსებობს შენს მეხსიერებაში