კინორუსთაველი მიყვარდა ძალიან ყველა ბავშვობის ბედნიერი მოგონება მაგ კინოთეატრს უკავშირდებოდა და დახურეს და ის რაღაც ###ობა გახსნეს წინ
სხვა არაფერი ადგილი რავი
აჰ კიდე ჩემი სკოლის შენობა და მისი ეზოც იმენა ლაბირინთი იყო მთელი სკოლა მისტიკურ ფილმსავით მახსენდება
ზოგადად ახალი ადგილები მომწონს ისეთი სადაც არასოდეს გამივლია და არ მინახია
შემთხვევით სადღაც მოვხვდი ჰუალინგიის ბიბლიუსის აუთლეტიდან რომ გამოვედი ვაზისუბანი თუ რა იყო ვერ მივხვდი ავტობუსი შემეშალა და ტურისტივით ვიყავი ფოტოებს ვუღებდი ყველაფერს
ამ სამყაროში
ნებისმიერი წამი უკანასკნელი შეიძლება იყოს. ვინ იცის რა მოხდება ხვალ, ან ერთ საათში, თუნდაც ათ წუთში, თუ შემდეგ წამს? შესაძლოა ნებისმიერი წამი იყოს რადიკალური ცვლილების წამი. შესაძლოა კი წლები არ დადგეს თუნდაც უმცირესი ცვლილების წამი. თუნდაც 50 წელი. შეიძლება იცხოვრო 50 ისე რომ არაფერი მოხდეს არაორდინალური, არანაირი რადიკალური ცვლილება. რაც არ არის ცუდი. მაგრამ არის კი ეს მეთოდი რომლით გავლილ ცხოვრებასაც სრულფასოვანს ვუწოდებთ? როცა სიკვდილის წინ ერთ საინტერესო ეპიზოდსაც ვერ გავიხსენებთ ჩვენი ცხოვრებიდან? როცა შესაძლებელია რომ ისე იცხოვრო რომ არაფერი დატოვო დედამიწაზე ისეთი საინტერესო რის გამოც აქ ისევ მობრუნება მოგინდეს.
შესაძლოა იცხოვრო ისე რომ მუდამ მოლოდინში იყო გარკვევის თუ რა მოხდება ყოველ შემდეგ წუთს, ყოველი წუთი იყოს შენი ცხოვრების ისეთი, როგორსაც ზოგი 50 წელიც კი უცდის.
ერთერთი საშუალება შეუცნობელის შეცნობისკენ სწრაფვაა მსგავსი ცხოვრებით ცხოვრებისთვის.
უმცირეს დეტალსაც კი შეუძლია რადიკალურად შეცვალოს შენი ცხოვრება. აირჩიე ის გზა რომელიც უცნობია, რომელის შესახებაც არაფერი იცი, ან რაიმე უცნობი სლოტი. შესაძლოა ის უცნობი გზა, საუკეთესო გზა აღმოჩნდეს არსებულთაგან, ანდაც ძალიან ცუდი. მაგრამ არ არსებობს ცუდი როცა თავგადასავალი საკმარისად გრანდიოზულია! იყავი მკვლევარი, გქონდეს ინტერესი. ინტერესისთვის საკმარისია შეამჩნიო რაიმე შეუცნობელი უცხო შენთვის და დაიწყო მისი კვლევა. ხედავ 2 ადამიანი დგას შორიშორს ერთს იცნობ მრავალჯერ გისაუბრია მასთან მეორეს არ იცნობ მიდი და იმ უცნობს გაესაუბრე ახლა. ქუჩაში მიდიხარ 3 გზა არის 2 ზე მრავალჯერ გაგივლია 1 ის შესახებ არაფერი არ იცი გახადე ის გზაც ნაცნობი შენთვის. სახლში ჭიქა გაქვს რომლიდანაც არასოდეს დაგილევია ყავა? გამოსცადე ის. გააკეთე ყველაფერი რაც არასოდეს გამოგიცდია. შეგიძლია მიყვე ნაცნობ ჩვევებს და არასოდეს არაფერი არ შეიცვალოს მნიშვნელოვნად შენს ცხოვრებაში, შენი ყოველი დღე ერთმანეთს გავდეს შეუმჩნეველი განსხვავებებით, ბოლოს კი ცხოვრებაც დასრულდეს. შესაძლებელია ასევე რომ შენი ცხოვრების ყოველი წუთი თავგადასავალი იყოს. ეძიე და იკვლიე, გადათხარე ყველაფერი, არაფერი არ დატოვო შეუცნობელი.
გახადე შენი ცხოვრება სათავგადასავლო ფილმი, არ დაკმაყოფილდე ტელევიზორში ნანახი გამოგონილი თავგადასავლების ყურებით, გამოსცადე ნამდვილი თავგადასავები, ეს დღესაც შეგიძლია ამ წამსაც, რომ მოხვდე ყველაზე მაღალი ხარისხის და სპეცეფექტების მქონე კინოში მთავარ პერსონაჟად, ამისთვის კი მხოლოდ უნდა იცხოვრო! დაიწყე ცხოვრება!
მაგალითად ახლა მეფსია, როგორ უნდა გავხადო ეს თავგადასავლად? უნდა მოფსა იქ სადაც არასოდეს მოგიფსავს ჯერ, ან კიდევ სადაც ჯერ არავის მოუფსავს. შესაძლოა იმდენად სახიფთო იყოს ეს რომ ჩემი უკანასკნელი მოფსმა აღმოჩნდეს, მაგრამ სიკვდილის წი ვიტყვი გაღიმებული, რომ ღირდა..

ჯიმ ქერის ფილმი YES MAN ნახეთ
99% of the worlds problems would be solved if women had their body count on their forehead. - Andrew Tate
"Life isn’t about waiting for the storm to pass. It’s about learning how to dance in the rain."
"El que piensa las cosas dos veces, no hace nada.": ის ვინც ორჯერ დაფიქრდება, არაფერს აკეთებს