თემის წაკითხვა მეზარება და მაგაზე გამახსენდა ერთი ამბავი: ადრე, ბავშობისას ერთი წიგნის კითხვას რომ მოვრჩებოდი, ეგრევე ახლის წაკითხვას ვიწყებდი. იმას არ ვიბრალებ, რომ მთელ დღეს კითხვაში ვატარებდი, უბრალოდ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო წიგნის კითხვაც. წიგნის არჩევამდე წინასიტყვაობას ვკითხულობდი (მაშინდელ წიგნებს ჰქონდათ წინასიტყვაობა, სადაც რეცენზენტი, რედაქტორი, ან ვინმე სხვა წერდა მოკლედ რაზე იყო წიგნი ან რა ისტორია უძღოდა წინ მის შექმნას) და მასე ვწყვეტდი რა წამეკითხა. ხოდა ერთხელაც დავიწყე "ორი კაპიტანი". ეტყობა წინასიტყვაობით ჩემთვის მისაღებად მომეჩვენა, მაგრამ ჩემი ფეხები - ნახევარზე მეტი ნამდვილად არ წამიკითხავს და იმ ნახევრიდანაც კაციშვილის სახელიც არ მახსოვს, არათუ რამე სცენა გავიხსენო. თუმცა კი აი სათაური მაინც მახსოვს.
ხოდა ჩემო პატიოსანი თემის ავტორო, სათაურზე გავაკეთებ აქცენტს (მით უმეტეს, რომ, როგორც აღვნიშნე, თემის წაკითხვა მეზარება და არ წამიკითხავს). სათაური ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და შესაბამისად მისი სწორად შერჩევა განაპირობებს სათაურის მატარებლის შემდეგ ბედს - რამდენად წაკითხვადი იქნება ის, ისე განვითარდება თუ არა, როგორც ავტორს უნდა და სხვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე სათაური ცოტა ბუნდოვანებაში მამყოფებს და არ ვიცი ამ ორი ვარიანტიდან რომელი ჩაიფიქრე:
ა) "მხოლოდ" ქალს ეხება და არჩევანი იმაზე გვაქვს ქალის კლიტორია საზრისი თუ სხვა არსების;
ბ) "მხოლოდ" ეხება სიტყვათშეთანხმება "ქალის კლიტორს" და უნდა ვიმსჯელოთ მასშია საზრისი თუ ნებისმიერ სხვა რამეში მის გარდა, თუნდაც იგივე სხვა არსების კლიტორში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მეც ამ უკანასკნელ ფრაზაზე დავფიქრდი და შესაძლოა დელფინებსაც ჰქონდეთ კლიტორი, რაკიღა ვიცით, რომ მათაც სიამოვნებთ სექსი. თუმცა ჩემდა სამარცხვინოდ, ზედაპირულად ვიცი ეგ ფაქტი და დარწმუნებული არ ვარ, რომ მდედრ დელფინებსაც სიამოვნებთ. ასე რომ შესაძლოა ქალები ერთადერთი კლიტორიანი სახეობა იყოს დედამიწაზე და უნდა გავუფრთხილდეთ ვიო, ხელის გულზე ვატაროთ და მოვატყუოთ ყოველი დღე თქვენიაო
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე