მოკლედ ძმის გულცი ძალიან ცუდად გავიჩითე
2020 ში როდესაც დავბრუნდის საქართველოში ფეხზე რეაბილიტიაციის პერიოდი დაახლოებით 6 თვე გაგრძელდა , თან პანდემიის კარანტინი დაემთხვა და მთელი ეს პერიოდი გავატარე აგარაკზე
6 თვე მე და ბებო ვიყავით ძირითადად ერთად. მეზობელი რომელიც თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა შაბათ კვირას ჩამოდიოდა ხოლმე სახლში. ჰყავდა პატარა ულვაშებიანი ცუგო რომელიც ცხადია მარტოობისას მშიერი ეძებდა საკვებს
როდესაც დავინახე საჭმელი გავუტანე, მახსოვს არ მენდობოდა თავიდან და მეყეფებოდა შორიდან. მერე ეჭვის თვალით ამომხედა მშიერმა და უკან რომ დავიხიე მივიდა და მიირთვა ძეხვის ნაჭერი
მეორე ნაჭერი ეზოში დავუგდე, მერე მესამე . რომ დანაყრდა რატომღაც გადაწყვიტა მადლიერების ნიშნად ქედმაღლობისათვის გადაებიჯებინა და მომსალმებოდა
მოვიდა დამსუნა , მივეფერე საყვარელი იყო და პატარა ულვაშებით...
მას მერე გადაწყვიტა ჩვენთან დარჩენილიყო სამუდამოდ
მეზობლის სახლსაც დარაჯობდა და ჩვენსასაც მაგრამ სიგიჟემდე შევუყვარდი. მანქანის ხმას სცნობდა ხოლმე რომ მივდიოდი შაბათ კვირას
მეზობელმა რამდენჯერმე მთხოვა დამითმეო. მეთქი ცემით ვერ ვცემ და დანარჩენი როგორ გითხრა შენი ძაღლი იყო და წაიყვანე თქო
ცოტა ნერვები მომეშალა წაიყვანა, ხან ჩაკეტა , ხან დააბა მაგრამ როგორც კი თავისუფლდებოდა ჩემთან გამორბოდა და როცა ეს კაცი მოდიოდა ეყეფებოდა
ბოლოს გადავწყვიტეთ მაინც ორივე სახლს დარაჯობს არც შენ ცხოვრობ აქ მუდმივად არც მე. საკვები ჩამოვუტანოთ შენც დაუტოვე და მეც უფრო კარგად იქნება თქო
ჩემს სახლში იყო სულ მაინც. მე არ ვიყავი შეიძლება 2 კვირა ან თვე მაგრამ იქ იყო და მელოდებოდა
მიუხედავად იმისა რომ მეზობელს ვთხოვე მშიერი არ იყოს პედიგრია დაუყარე ხოლმე თქო მაინც მე ვუყვარდი სიგიჟემდე და ბებო
ჯერ შემოდგომით ბებო დაიღუპა
ძალიან განიცადა და მგონი ორმაგად შევუყვარდი
როდესაც თბილისში მოვდიოდი ტიროდა და თითქოს მსაყვედურობდა ,მეჩხუბებოდა
დღეს საღამოს ჩავედი და არ დამხვდა, არც სიხარულის წკმუტუნი არც ყეფა. მეგონა იმ მეზობელთან იყო მაგრამ თან რატომღაც შინაგანად ცუდად მენიშნა
პირველ სართულზე სინათლე ავანთე და დამხვდა დაღუპული. მაინც სახლამდე მოსული და სახლში დალია სული
სავარაუდოდ ან ტირის თოფი ან სანადირო საფანტი ჰქონდა ნასროლი მუცელში...
გავაღვიძე ნახევარი სოფელი დედის გინებით და ცოლი და შვილის ვინც ესროლა უეჭველად გაიგებდა და მოუდღან კაცობა რომ იცი გაგინებენ და ერთი ადგილი გიჭერს პასუხს ვერ სცემ
ეხლა ბაღში დავკრძალე
არ მეგონა ასე თუ დამწყვიტავდა გულს
ბევრ რამეს ვერ ვწერ საოცარი ცუგო იყო ადამიანის აღქმითა და შეგნებით თან ერთი ციდა
არ ვიცი ამ დედა#####ულ უტრაკო ხალხთან როგორ უნდა თანაცხოვრობდე ადამიანი ან შვილს რატომ უნდა ასწავლო ძაღლის მოკვლა რომ კარგია
მოკლედ მაგარი დაგრუზული ვარ

ეს ბეწვიანი იყო ის ვინც სიცოცხლეზე მეტად შეძლო ჩემი შეყვარება და ბოლომდე მიერთგულა
:/