#62234129 · 24 Aug 2025, 20:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა მაინტერესებს იცით, ცხოველთა დაცვის საკითხები გასაგებია, ძაღლებზე არ მაქვს გართულება, მარა დღეს პოსტი შემხვდა დედა იძახის რო გუშინ შვილს უკბინა სადარბაზოშიო და მონტორინგი ყავს მოყვანილი რო ძაღლი შემოწმებაზე გადაიყვანეთო. მინიმუმ 2000 კომენტარია ამ ქალის ყველა ფორმაში გინებით, ეს ბავშვიც ზედ დააყოლეს, რა აღარ უსურვეს. ეხლა მე რო ვფიქრობ რა, ეს ბავშვი ხო ერთხელ გაისტრესა ძაღლზე, მერე ალბათ ამ კომენტარებზე და ვინც ესეთ დროს ესე წყევლით და გინებით გამოდიხართ ნორმალურად მიგაჩნიათ? ერთმა კაცმა არ იკითხა ბავშვი როგორ არიო ყველა ამ ძაღლზე იყო გადართული. ანუ ღმერთმა დაიფაროს და თქვენ შვილს რო ძაღლმა უკბინოს, შვილს გალანძღავთ და ძაღლს მოუვლით?? გამოვშტრდი კომენტარებზე. რამე არ მესმის თუ ერს მაგარი გაჭედილი გვაქვს ვერ ვხვდები. ძაღლმა კი არა ადამიანმა რო უკბინოს მაგას გამოვაძრობ ხერხემალს და ამ ფაქტის შეფასებაზე პროსტა გაერორებული ვარ.
This post has been edited by დილეტანტი on 24 Aug 2025, 20:19
|