#62164725 · 9 Jul 2025, 03:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გისურვებთ რომ ისეთი ვითომ ძმაკაცები შეგეძინოთ, როგორიც მე შევიძინე ფორუმიდან. მაგ ხალხთან ჩემი ძმაკაცობით ფორუმზე არავისთვის წამიღია ტვინი, ერთი წლებია აღარ პოსტავს.
ვისაც ვაპადერჟკებ ხოლმე ასკლიპაა და მასთანაც როცა რამეზე ვერ ვთანხმდებით, პირდაპირ და ღიად ვსაუბრობთ ამაზე. დანარჩენი იუზერების უმრავლესობისთვის მე ვარ ნეგატიური იუზერი. თემის შინაარსი მომეწონა, მაგრამ რეალობასთან ბმა ვერ ვუპოვე იმას, რაც ჩემზე დაწერე.
მოჩვენებით დაპადერჟკებაში თუ იმას გულისხმობ, რაც პირადად შენ მოგწერე, თუ ოდესმე დაფიქრდები მაგაზე, შემეხმიანე და გაჩვენებ მოჩვენებითი იყო თუ არა.
უსათაუროს ფორმატისთვის ჯობდა, ეს არ დამეწერა და პირდაპირ ჩემს ვარიანტებზე გადავსულიყავი, მაგრამ ამ მომენტში მაგ ხასიათზე ვიყავი, რომ ეს მოსაზრება დამეფიქსირებინა, რაც შეეხება თავად თემის შინაარს, hold my imaginary beer:
გრამატიტიკინა დედების კლუბის მოდერად დაინიშნა და იქ მპოსტავ როგორც მშობლებს, ისე მომავალ მშობლებს აბულინგებს, ხოლო ჯერ კიდევ არაფეხმძიმე, მომავალ დედებს ურჩევს, რომ თავი არ დაიღუპონ და წარმატებული შინაბერას კარიერას მიჰყონ ხელი. მან უკვე გამოსცა სალიტერატურო იმერულის ლექსიკონი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. ჩემი მხრიდან ისევ იგნორლისტშია, მაგრამ ერთგულად მთაგავს და იმედოვნებს, რომ რომელიმე პოსტს წავიკითხავ და მის პროვოკაციას ისე წამოვეგები, როგორც რეივერი ჯუტლები ეგებიან კიკოფას ###ზე ღამის კლუბში.
პანიალნის ტვინში იხარშება გეგმა, თუ როგორ ამოაგდებს წინა 12 წლის განმავლობაში წაგებულ თანხას. ფიქრობს, რომ ერთი წარმატებული დატრიალება ყველაფერს შეცვლის. მან უკვე გადმოთარგმნა ენდრიუ ტეიტის ნარატივი ქართულად და ამით, წარმატებული ინფლუენსერიც შეიქნა. ქართველ ინსელებში ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. უსათაუროში სრულიად მარტო დარჩა. თემებსაც თავად ხსნის და თავისივე ალტერებით მრავალმხრივი დიალოგების წარმართვითაა დაკავებული. სხვადასხვა გადმოსახედიდან ოსტატურად ავითარებს პოზიციებს და საკუთარი თავი, ასევე ოსტატურად შეჰყავს ჩიხში.
დინამოსფანი ტრავმატოლოგიურში წევს, რადგან ერთ-ერთი თამაშის შემდეგ, ბატონ რომან ფიფიასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის მონაწილე გახდა. ეს კადრები მედიაშიც გაშუქდა და დიდი შანსია, რომ ეს გახდეს კატალიზატორი რომან ფიფიას დინამოს მმართველობიდან ჩამოშორების საქმეში.
ანაბელ ჰანთინგი აღარ პოსტავს, რადგან პირად ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერება იპოვა. მან განიცადა ტრანზიცია ბაჭიად. ახლა ის მონოგამიურ ურთიერთობაშია ხაშურელ ბაჭიასთან და საბადურის ტყეში ბინადრობს. ორივე ერთად პატარა ბაჭიების დაბადებას ელოდებიან.
ასკლიპას ამ წლების მანძილზე არავინ უსმინა და ბოლოს ქართული ოცნების მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, რადგან ჩათვალა, რომ ეს ეს ქვეყანა ზუსტად მაგას იმსახურებს და ახლა აქციების დაშლითაა დაკავებული. იგი დარბევებს პირადად ესწრება და კონკრეტულ მითითებებს აძლევს ზონდერებს, რომ იმ ფორუმელებს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნისას მის ნარატივს არაფრად აგდებდნენ. იგი იუზერ ბეთთეა დაქორწინებული. ბეთთეც ოპოზიციონერი იყო, მაგრამ ძალაუფლების მქონე ტიპების მიმართ ყოველთვის სისუსტეს განიცდიდა და რა ქნას.
დოჩანას აინტერესებს სიმები სად გაქრა.
თედომ წამოიწყო ონლაინ კონტენტი, სადაც ასახულია, თუ როგორ მიდის, აპიკაპებს და კამერის წინვე კავდება სექსით უცნობ გოგოებთან. მისი თქმით, თავდაჯერებულობა მისი წარმატების გარანტია.
--------------------
"Once you realize what a joke everything is, being the Comedian is the only thing that makes sense."
|