#62179908 · 18 Jul 2025, 08:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი კაცი იყო, სახელად არჩილი. ქალაქში ცხოვრობდა, საქმიანნი, თავმომწონე და სუფთად ჩაცმული. ერთ დღეს გადაუდებელი შეხვედრა ჰქონდა ბანკში, მაგრამ სახლიდან გამოსვლისას იგრძნო რომ მოჯმა მოუნდა. იფიქრა თავს შევიკავებ ბავშვი ხომ არ ვარო, ტაქსით წავიდა, ნელ-ნელა ოფლი ასხამდა, ჯდომა უჭირდა. ბანკში ჩასვლისას კი ღიმილით შეაბიჯა ფოიეში, მაგრამ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. წვივები დაეჭიმა. რიგში დგომას ვეღარ გაუძლო, მოიხარა, თავი დახარა და მოკლედ, იმ დღიდან აღარასდროს დაუცინია კაცისთვის, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე რიგში იდგა საპირფარეშოს გასაღებისთვის. ამბობენ, ვინც სხეულის სიგნალს პატივს არ სცემს, ცხოვრებისგანაც იგივეს იღებსო, რამდენად მართალია არ ვიცი
|