1- შეარჩიე მოდელი, გაესაუბრე და შეთანხმდით წინასწარ პირობებზე (ფასი და ა.შ)
2- ვინ კოდით ამოწმებ ბიდფაქსზე თუ რა დაზიანებით ჩამოვიდა.
2.1- 20-30 ლარში ამოწმებ ქარფაქს ვინკოდით, რომ გაიგო ამერიკაში სერვისი როგორ უტარდებოდა.
3- ნახულობ მანქანას დღისით, განათებულ ადგილას (გარეცხოს) და ათვალიერებ ვიზუალს.
3.1 გამოაღე ყველა კარები და დააკვირდი სტოიკებს, სადმე არ იყოს დაღრეცილი, დარტყმული და ა.შ) შეგიძლია რეზინები გადმოწიო და ნახო ჩაკერებული ხო არაა.
3.2 საბარგულში იხედები და ნახულობ ხომ არ აქვს რაიმე ნაჩალიჩარი (ჟანგი, წყლის კვალი და ა.შ)
3.3 კაპოტში აკვირდები წინ ე.წ ლანჟეროლებს და ზოგად სიტუაციას, რამდენად დაკეცილი იყო ))) :დ
4. ცივზე თუ ნახავ და დაქოქავ კარგი იქნება
4.1 შეამოწმებ ანტიფრიზი უსხია თუ არა (ცხელზე დაიწვები)
4.2 ცივზე ბევრმა მანქანამ იცის პატარა "ჩავარდნები", რაც მერე სერვისის თემაა.
4.3 ცივზე კოლოფი შეიძლება უხეშად რთავდეს, რაც ზეთის თემაა 90%
5. სიარულის დროს დააკვირდი როგორ იქცევა მანქანა ნელ და სწრაფ აჩქარებაზე (კარობკა რამდენად სწორად რთავს)
5.1 შეეცადე ტრასაზეც გახვიდე და 90+ წახვიდე, გაიგებ საბურავები, აპორნები და ა.შ როგორია და დრაჟენია ხო არ აქვს
5.2 შეეცადე მარტო სწორ და კარგ გზაზე არ იარო, ოდნავ ორმოშიც ჩაარტყი.
5.3 წინა წამყვანი თვლებიც თუ აქვს საჭე დაკეცე და ცოტა სწრაფად დაძარი. ტკაცუნის ხმა თუ გაიგე ყუმბარის ამბავია.
5.4 აწიე და ქვევიდან შეხედეთ + იამაზე შეამოწმეთ. აწეულზე იჭიმება პერედოკი და ბევრი რამე არ ჩანს. იამაზე გადაარწიეთ 2 კაცმა და უფრო გამოჩნდება.
6. მიდიხარ კომპიუტერზე და ამოწმებ.
ესაა რაც გამახსენდა რა.
მარა დასაწერად მარტივია, ადგილზე ბევრი რამე მეც დამვიწყებია და გამომრჩენია.
სამაგიეროდ S კლასს რო ვხედავ ზეპირად ვიცი უკვე რა ტიპია
This post has been edited by პითონი on 18 Aug 2025, 22:03