უბრალოდ რა დონის ტყუილებია. ეგ არ არის მზის ფილტრი, ეგ არის ე.წ. pinhole projector, მაგას მხოლოდ ეგ ერთი ნასვრეტი აქვს, რომლის დიამეტრიც ერთი-ორი მილიმეტრია. მაგ ფილტრის იდეა არის ის რომ შეამციროს მზისგან წამოსული სინათლე, რადგან არ დაბრმავდეს ადამიანი. ეგ არ გამოიყენება მზეზეშეუიარაღებელი თვალით დაკვირვებისთვის, არამედ ტელესკოპებისთვის და ფოტოკამერებისთვისაა განკუთვნილი რომ შეამციროს ექსპოზიცია და ფირი არ გაშუქდეს ბოლომდე.
სხვანაირი ფილტრებიც არსებობს, სინათლის პოლარიზაციას რომ ახდენენ და არ ჭირდება ჭუჭრუტანიდან გახედვა. უბრალოდ კარგად გამურული ან გაჭვარტლული მინითაც შეიძლება შეხედო ანდა ძველი ფოტოფირი შეგიძლაი გამოიყენო.
მაგ მეთოდით მზის დაბნელებაც მაც ნანახი და ნამდვილად არაა მზე ეგეთი ციცქნა, ცაზე დაახლოებით სავსე მთვარის ხელაა.
სერიოზულ ტყუილებით გკვებავენ და ისეთ რამეს გაჯერებენ რაც თავად შეგიძლია მარტივად შეამოწმო.
მაგრამ მაგას ისევ ფიზიკაში ორიანი და ხვლიკ-ადამიანების არსებობის გჯეროდეს ჯობია როგორც სჩანს

* * *
ნამდვილი მზის ფილტრი ასე გამოიყურება, ესენი ძირითადად ტელესკოპზე მაგრდება პირდაპირ.

მაგრამ როგორცა ვთქვი შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლია დააკვირდე მზეს თუ ტელესკოპებს არ ენდობი. მაგისათვის შეგიძლია ჩვეულებრივი მინა და გაშუქებული ფოტოფირი გამოიყენო; ანდა ადგე უბრალოდ და კარგად გამჭვარტლული მინა გამოიყენო და ისე გაიხედო.
მოწმენდილ ცაზე შეუიარაღებელი თვალით ისეც შეგიძლია შეხედო ცოტა ხნით ისე რომ მხედველობა არ დაიზიანო.
ეს ყველაფერი ძალიან მარტივი შესამოწმებელია და დიდი ფიზიკის ცოდნა არ სჭირდება