ერთი კურორტი იყო, სადაც ზღვა ლურჯად ელვარებდა და ჰაერში მარილის სურნელი ტრიალებდა. იქ ააშენეს სასტუმრო ზღაპრული ადგილი, მაგრამ მცირე დეფექტით, კედლები იყო ისეთი თხელი, თითქოს ქაღალდისგან გააკეთესო.
ღამე, როცა ოთახებში ბნელდებოდა და სანაპირო მშვიდდებოდა, თითოეულ ოთახში იწყებოდა საკუთარი ამბავი, ზოგი სიცილით, ზოგი ჩურჩულით, ზოგი კი ისეთი ბგერებით, რომ მეორე ოთახის სტუმარიც ვერ იძინებდა.
რატომ უნდა ვიცოდე სხვისი სიამოვნება ან ტკივილი? ნუთუ ჩემი სიჩუმე მათ ხმაურს უნდა დაემორჩილოს? ამბობდა ერთი.
სხვა კი პირიქით ფიქრობდა, აი, ესაა ცხოვრება, როცა სხვისი სითბო შენს ყურს ეხება, და გახსენებს, რომ შენც ცოცხალი ხარ.
ერთ დღეს ქარმა ძლიერად დაუბერა და კედლები ზმუილით აირხა, ისეთი თხელი აღმოჩნდა ყოველი მათგანი, რომ ბოლოს ერთმანეთს შეერწყა ყველა ხმა, სიცილი, ჩურჩული, კვნესა, სუნთქვა, მუსიკა და სასტუმრო იქცა ერთ დიდ ექოდ, სადაც ვერავინ მიხვდა ვისი იყო ხმა და ვისი სიჩუმე.
მხოლოდ ზღვა დარჩა ჩუმად, მხოლოდ ზღვამ იცოდა, რომ ადამიანებს ყოველთვის ეშლებათ საზღვარი საკუთარსა და სხვისი ცხოვრების ხმებს შორის
ბუნებითაც ეგეთი ვარ, მაგალითად მივდივართ მთაში სანადიროდ ხო? მე ბარში დაგელოდებით, მე ცხოველებს ვერ მოვკლავ, რასაც მოინადირებთ ჩამოიტანეთ შევჭამოთ, პაჟალსტა :boli: