#62341622 · 4 Nov 2025, 16:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად, რომ შენ მყავხარ. შენ მე იმაზე უკეთესად მიცნობ, ვიდრე მე ვიცნობ საკუთარ თავს. ვერასოდეს შევძლებ საკმარისი მადლობა გადაგიხადო იმ ყველაფრისთვის, რაც შენ ჩემთვის გაგიკეთებია. შენ მსოფლიოში საუკეთესო მეგობარი ხარ. გილოცავ დაბადების დღეს. დაე, ყოველ დაბადების დღეზე გახსოვდეს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხარ და შენს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. დიდი მადლობა იმ გაგებისა და ნდობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ შენგან. მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, მაშინაც კი როდესაც ყველა ზურგს მაქცე ვს. გილოცავ დაბადების დღეს. დაე, ამ წელმა ყველაფერი საუკეთესო მოგიტანოს. ყველაზე განსაკუთრებულო მეგობარო, გილოცავ დაბადების დღეს! დაე, ეს დღე ისეთივე შესანიშნავი იყოს, როგორი ადამიანიც შენ ხარ! ჩემთვის შენ მეგობრობის ჭეშმარიტი განსახიერება ხარ! მინდა დაბადების დღე მოგილოცო, ჩემო ძვირფასო ადამიანო! შენ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ და მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა არასოდეს დასრულდება. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სევდა ყოველთვის იცვლებოდა ბედნიერებით, სისუსტე სიძლიერით, სიძულვილი სიყვარულით, ეჭვები კი თავდაჯერებულობად იქცეოდა. ეს ყველაფერი შენი წყალობით. გილოცავ დაბადების დღეს და შთაბეჭდილებებით აღსავსე წელს გისურვებ.მისალოცი ბარათის ტექსტი მეგობარს მხოლოდ შენი გაცნობითაც კი უკეთესი ადამიანი გავხდი. ყველაზე საუკეთესო ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე და ამას არასოდეს დავივიწყებ. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ძვირფასო მეგობარო. იმედი მაქვს, რომ ამ დაბადების დღის შემდეგ შენი ცხოვრების ლექსიკონიდან ამოშლი ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: დამარცხება, უარყოფა, დარდი, დეპრესია და სირთულეები. წინ მხოლოდ სიმაღლეების დაპყრობა და გამარჯვებები გელის. გისურვებ ყველაზე განსაკუთრებულ დაბადების დღეს. შენ სასწაულებს ახდენ და შენი სასწაულებით დედამიწა უკეთესი ადგილი ხდება. ალბათ, ანგელოზი ხარ. არ ვიცი რას გავაკეთებდი შენს გარეშე. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საუკეთესო მეგობარო. ყველას არ გაუმართლა ყავდეს ისეთი გამგები, სანდო, ყურადღებიანი და მოსიყვარულე მეგობარი, როგორიც შენ ხარ. სწორედ ამიტომ ჩემს თავს იღბლიანად მივიჩნევ. გილოცავ დაბადების დღეს! შეყვარებულები მიდიან და მოდიან, მეგობრობა კი ცხოვრების ბოლომდე რჩება. ძალიან მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი მყავს. შენი არსებობით სამყაროს უფრო ბედნიერს ხდი. ძალიან მიყვარხარ. გილოცავ დაბადების დღეს!
|