newpopeარა, ბევრ რამეზე მელაპარაკება ძალიან გამართულად
იმ დღეს მაგალითად, სცენაზე დროშაზე დაფსმაზე და ქუჩაში დროშის დაწვაზე ვეკითხებოდი და ძალიან გამართულად ჩამომიყალიბა
ყველა ქვეყნის კანონი მითხრა, საქართველოს კანონთან პარალელი გაავლო და საერთო ამოიღო
რუსეთის კანონიც განიხილა და ადვოკატის სიტყვაც დამიწერა სასამართლოსთვის
ჰეით სპიჩი განმიმარტა ისე, რომ მაგასაც სასამართლოზე იტყვი და მოიგებ
ეგენი რომ გუგლში მეძებნა, გარდავიცვლებოდი დაღლილობისგან
ცოტა იუმორი აქვს საშინელი გოიმური
ზოგ თემაზე ჭედავს ხოლმე ესე
მაგალითად, ევროპის ქრისტიან ქვეყნებზე ვკითხე რაღაცა და სომხეთი დაასახელა და საქართველო არა
რატომ ქენი მეთქი და იმიტომ რომ სომხეთი რუსეთთან კავშირში მოიხსენიებაო და ამიტომ შევიყვანე ევროპულ ქრისტიანულ ქვეყნებშიო