ხვალ დილით სამშაბათს ღრუბლების სიმაღლეზე უკვე ჩრდილო-დასავლეთის ქარია დილის 9-ის მერე და ეგრევე შეწყდება, ბოლო ღამე გვაქ თოვლი ამაღამ
<ManceRayder>რავი თუ არ გეზარება ამის წაკითხვა, წაიკითხე.

გუშინდელია ეს ფოტო:

ესეეგი ეს არის ჩემი ნალექმზომი, უფრო სწორედ წვიმის მზომეა და გათვლილია მხოლოდ რომ გაზომოს რამდენი მმ წვიმა მოვიდა და რა ინტენსივობა ჰქონდა წვიმას კონკრეტულ მომენტში, ინტენსივობის პიკი და ასე შემდეგ.
გაზომვის პრინციპი ასეთია: წვიმა მოხდა ზედაპირზე, წყალი შიგნით ჩადის, სპეციალურ ბადეში გადის ჯერ რომელიც ნაგავს შიგნით არ უშბევს, მერე სპეციალურ კოვზში გროვდება სადაც ხდება მისი აწონა მილიგრამებში, წონის მიხედვით ივსება,ხდება დათვლა, და ინტერნეტში გაგზავნა, როგორც კი 1 inch რაოდენობამდე ივსება ეს კოვზი ხდება კოვზის გადაბრუნება, დაცლა და წყლის ქვემოთ დაღვრა.
ეს მოწყობილება თოვლსაც ზომავს ნორმალურად თუ არ მოყინა.
თუ მოყინავს, შიგნით კოვზის მექანიზმი თუ გაიყინა თოვლის რაღაც მწირე რაოდენობა. სანამ ის გაყინულია, გარედან მოგრივილი თოვლი მზისგან რომ დადნეს იმას ვეღარ დათვლის და 30%-40%-ით მექნება ნაკლებობა მონაცემებში.
ჩრდილოეთ ქვეყნებში, ვისაც ჩემნაირი საზომი მოწყობილობა აქვს, ამონტაჟებს შიგნით რეპტილიების გასათბობ კაბელს თერმოსტატით, ან მილის გასათბობ კაბელს, რომელიც თვითონ ირთვება ყინვის დროს, აცხელებს შიდა კედლებს +5-მდე მაგალითად და შიგნით წყალი ვერ იყინება.
მაგრამ თბილისში იშვიათად მოდის თოვლი და მაგის დაომნტაჟების სურვილი არ მქონდა. მეზარებოდა. უკვე 4 წელია ვზომავ ამით ნალექს და ძალიან ზუსტია წვიმაზე.
ხოდა ამხელა თოვლი რომ იყო გამოცხადებული მეც მინდა ზუსტი მონაცემები.
ჯერ ჯერობით ყინვა საერთოდ არ ყოფილა ცენტრალურ უბნებში რაც ეს თოვლი დაიწყო, მაგრამ მე მეშინოდა მაინც რომ ღამე მოყინავს, ვიფიქრე რით დავადნო და სამშენებლო ფენი ვთხოვე მეზობელს.
ხოდა გუშინ ასეთი ძლიერი რომ არ იყო თოვა, ნახევარი თავისით დადნა გუშინ დღისით, ხოლო მეორე ნახევარი უპრობლომოდ დავადნე მაგ ფენით, და 12 მმ ზუსტად გამომივიდა ისე როგორც ოფიციალურ სადგურზე.
დღეს, როგორც კი გავიღვიძე 14:30-ზე საკმაოდ მაგრად თოვდა, და მონნად იყო გავსებული თოვლით ზედაპირი, გროვა საკმაოდ მაღალი იყო ზემოთ, მეგონა რომ რაღაც ნაწილი ჩამოვარდება და მაგ ფენით ჩავუჯექი ისევ. თან ახლოს ფენის მიტანა არ შეიძლება რადგან პლასტიკი შეიძლება გააფუჭოს ძალიან ცხელი ჰაერის გამო.
ხოდა როცა მივხდი რომ კაი 1 საათი დამჭირდება და სამსახურში ისედაც მაგვიანდებოდა , იასნია შევეშვი

რამოდენიმე წამით ჩანჩქერი წამოვიდა ქვემოდან რაც ნიშნავდა იმას რომ ჭყაფი შიგნით მაინც ცოტა მოასწრო ჩასვლა. მომეშალა ნერვები მაგრამ ქვემოდან გავაცხელე მერე ფენით და ეს ჭყაფი სავარაუდოდ დადნა.
არა და Chat GPT-მითხრა თუ ადნობ ფენით, ბოლომდე უნდა დაადნო რადგან შიგნით შეიძლება ჭყაფი ჩავიდეს და მერე ნაკლებობა გექნებაო ისევ მონაცემებში...

ხოდა სად მეცალა დღს ფორუმისთვის? სამსახურში დავაგვიანე.
ხოდა დღეს ოფიციალურზე 16 მმ მოვიდა, მაგრამ საღამოს 10-ზე დათვალეს. ჩემთან 18 მმ ღამის 12-ზე ოგონდ. ძალიან სასვსეა ჯერ ჯერობით და მაღალი გროვაა ზემოდან, მაგრამ დნება თავისით ყველაფერი.
Chat GPT-მ აცალეო დადნეს თავისითო და როცა მორჩებაო თოვლი, ხვალ როცა გამოიდარებს, დღისით თუ ვერ მოასწრო და ვერ დადნა ბოლომდე, საღამოს სანამ მოყინავს ჩაუჯექიო ფენით და დაადნე.
მონაცემები ამ მისამართებზეა ჩემი სადგურის: სახურავზე ქარის და მზის რადიაციის (სინათლეს ინტენსივობის) საზომია, აივანზე ეს ნალექმზომი და თერმომეთრი, კედელს 2 მეტრით დაშორებულია და ზუსტია ძალიან, წნევის მზომი კი სახლშია მაგის მოდემში პირდაპირ.
https://www.ecowitt.net/home/share?authorize=N6CHKKhttps://www.wunderground.com/dashboard/pws/ITBILI22ორივე ლინქზე ერთი და იგივე მონაცემებია, მაგრამ პირველ ლინქს ინტერფეისი უფრო საკაიფო აქვს. თვითონ ნახავ რამდენი მილიმეტრი მოვიდა აწი

და რა ტემპერატურაა ცენტრალურ უბნებში.
მობილურის ნებისმიერი აპლიკაცია აეროპორტის ტემპერატურას გიწერს და იქაურ ამინდს.
This post has been edited by Tunes on 20 Jan 2026, 03:16
Великие умы обсуждают идеи.
Средние умы обсуждают события.
Мелкие умы обсуждают людей.
©Anna Eleanor Roosevelt
"მელკიე" რომ არ ყოფილიყვნენ ამ სამყაროს უმრავლესობაში ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი იქნებოდა. ;)