#62423340 · 5 Jan 2026, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (პადჟიგაწელი @ 5 Jan 2026, 20:46 ) | daviti35
| QUOTE | | კეთილი საქმეები დააგროვე რომელიც იმ ცხოვრებაში გამოგადგება როცა გადახვალ. |
დავით მეგობარო არ ფიქრობ რომ, თუ კეთილ საქმეებს იმიტომ აკეთებ რომ დაგიგროვდეს და შემდეგ იმ ცხოვრებაში გამოგადგეს, ეგ უკვე ანგარებით გაკეთებული საქმეა და სიკეთესთან საერთო არაფერი აქვს? |
მე უბრალოდ ვამბობ იმას რა დავალებაც თავად ღმერთმა მოგვცა ადამიანებს. მათე(6,19-21) 19. ნუ შეკრებთ თქვენთვის საუნჯეს ქვეყანაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. 20. არამედ შეკრიბეთ თქვენთვის საუნჯე ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21. რადგან სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.
სიტყვა საუნჯეში იგულისხმება სიმდიდრე.
რაც შეეხება უანგარობას სწავლება ამაზეცაა მოცემული. (მათე 6 თავი) 1. ერიდეთ, თქვენი კეთილი საქმე არ აკეთოთ კაცთა წინაშე მათ დასანახად, თუ არა, საზღაური არ გექნებათ თქვენი ზეცათა მამისაგან. 2. ამიტომ როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ გაახმაურებ შენ გარშემო, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ შესაკრებლებსა და უბნებში, რათა იდიდონ კაცთაგან. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს. 3. ხოლო შენ, როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს შენი მარჯვენა. 4. რათა იყოს შენი კეთილი საქმე ფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად.
შესაბამისად პირველი წესი თუ რამე კეთილ საქმეს გააკეთებ ეს საერთოდ არავისთან არ უნდა თქვა. მეორე თავიდან შენ თავს ასწავლი რომ სხვა ადამიანს ხანდახან მაინც დაეხმარო საკუთარი დროით, ფიზიკური ძალით თუ რამე ზედმეტი ნივთით. შემდეგ უკვე ჩვევაში გადაგდის ანუ ადამიანს შეუძლია როგოც ცუდი საქმე დააჩვიოს საკუთარ თავს ისე დააჩვიოს კარგი საქმეები და როცა ეს ჩვევაში გადაგივა უკვე მერე ყურადღებასაც აღარ აქცევ ანუ შენი ბუნებრივი მოთხოვნილება ხდება რომ ზოგჯერ მოიქცე ესე და ესე და არც რამე განსაკუთრებულად თვლი ამ მოქმედებას იმიტომ რომ შენს ინსტიქტში გადადიდს და როგორც ადამიანი არ ფიქრობს რამდენი ჰაერი ჩაისუნთქა და ამოისუნთქა მთელი დღე ისე აღარ ფიქრობ თუ ვის რა მაშტაბის სიკეთე გაუკეთე საერთოდ აღარც აქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას და ცოტა დრო რომ გავა გავიწყდება კიდეც.
ყველა საქმეში ესეა თავიდანვე გენერალი არავინ ხდება ყველა ჯარისკაცობიდან იწყებს. ანუ თავიდან იწყებ და მერე დრო და გამოცდილება გაძლევს საშუალებას რომ ის საქმე დახვეწო და ისეთი გახდე როგორც ეს საჭიროა. აღარ დადიოდე ყოველდღე კალკულატორით და ანგარიშობდე და იმახსოვრებდე ამ დღეს რამდენი სიკეთე გააკეთე. )
ანუ არის ხალხი რომ ხანდახან ზის ეგრე და არ იცის დრო რაში გაიყვანოს მაგ დროს შეგიძლია წახვიდე და რამე კარგი გააკეთო თუნდაც ეკლესიის მშენებლობაი მიიღო მონაწილეობა ან ვინმეს სახლი თუ დაეწვა, დაენგრა შერემონტებაში მიეხმარო და აშ.
|