mepar
VeritasForYou

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12254
წევრი No.: 108151
რეგისტრ.: 2-January 10
|
#62422098 · 4 Jan 2026, 21:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტრამპის მიერ მადუროს ცოლიანად შეპყრობა არ არის მარტივი ამბავი, ანალიგიის მოძებნაც მიჭირს, უფრო სწორად მგონი არც არსებობს. მაგრამ ეს მგონი უჩემოდაც იცით, მსურს ჩემი აზრი მოგახსენოთ როგორ ჯდება ეს ამბავი უკრაინის მოვლენათა მოზაიკაში და რა მომავალი იკვეთება კაცობრიობისთვის.
ტრამპი რომ დიდი ჭკუის ადამიანი არ არის ამაში დარწმუნებული ვარ, ასე რომ შესაძლოა ანალიტიკოსთა მხრიდან მნაგახადოვკების ამოხსნა შესაძლოა ფუჭი საქმეა და ყველაფერი მარტივადაა:მადურო დიქტატორია (ეს საკმარისი არ არის), ნარკო კარტელის მსხვილი მონაწილეა(საკმარისია მიზეზია), ვენესუელაში მაგრად არ ევასებათ (გადამწყვეტი მიზეზია), სამხრეთ ამერიკაში ეზიზღებათ (მთავარი მიზეზია), ვენესუელა ნავთობის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა (გადამწყვეტი მიზეზი!)... ასე რომ მადურო სუსტი მოწინააღმდეგე იყო, დაბრკოლებაც არ ჩანდა, რბილს მიადგა და გაწყვიტა, ამით კარგი იმიჯიც შეიქმნა, კბილები გამოჩინა, ხერხემალიც ჰქონია, პრაქტიკულად წაუგებელი პარტია ითამაშა, იმიტომ რომ მადურო ჭადრაკს "ძეტსკი მატის" ტაქტიკით თამაშობდა და როგორ უნდა წაეგო?__ იქნებ ვირწმუნოთ ფაქტი რომ ტრამპი ჭკუიანი პოლიტიკოსი ყოფილა(?!)__არა, დასკვნებს ნუ იჩქარებთ, კითხვა გააგრძელე!
მაგრამ მგონი დამატებითი მნიშვნელოვანი შრეც გამოიკვეთა, აი ეს ნაწილი კი ნამდვილად არის ანალიტიკურად საინტერესო. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, აშშ იბრლაებს მსოფლიო პოლიციელობას მაგრამ მაინც ეს მოვლენა ჰარმონიულად არ თავსდება საერთაშორისო სამართლის პრატიკაში. ინტერპრეტაციის დონეზე, თუ მოტივირებული შემფასებელი ხარ და გულემატკივრობ კაცობრიობას და ლიბერალურ სამყაროს, ვთანმხდებით რომ ეს იყო დადებითი ფაქტი, მაგრამ სამართლებრივად მაინც ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლელობებს. მოგვწონს თუ არა, ვენესუელა სუვერენული სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართალი კი არ ცნობს "პროჭი სახელმწიფოების" სტატუსს რომელზეც კაცობრიობის სიკეთეები არ ვრცელდება. კეთილსინდისიერი შემსრულებლის შემთხვევაში ასეთი პრაქტიკა სასარგებლო მგონია, მაგრამ როცა ჩრდილოეთით გვყავს აბსოლუტური გიჟი, ველური და ბოროტი მორდორი მისთვის ასეთი მაგალითის მიცემა კარგი მგონი არ უნდა იყოს.
ვენესუელის ოპერაცია ჩემი აზრით ტრამპის ადმინისტრაციის დიდი ხნის წინ დაგეგმილი ოპერაციაა, მე ვფიქრობ რომ ვენესუელის პრობლემას ტრამპის ადმინისტრაცია და თანამედროვე მემარჯვენეები განიხილავდნენ როგორც უპირველეს ეროვნული ინტერესის პრობლემას და ეს იდეა ტრამპის გუნდის წრეში მუდმივად მუსირებდა, სწორედ ამიტომ, ტრამპი არ განიხილავს უკრაინის დეოკუპაციას როგორც ეროვნული ინტერესის საკითხს, რადგან მისთვის ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ვენესუელა, რომელიც მონროს დოქტრინის თანახმად "ორი ნახევარსფეროს პოლიტიკის" ცალსახა დარღვევა იყო. მადუროს ბრიყვული რეჟიმი გარდა იმისა რომ ნარკო ტრაფიკში იყო ჩართული, ნავთობ რესურსებით შეზღუდულ ვაჭრობას ეწეოდა ამერიკის მოწინააღმდეგეებთან. ძველი მონროს დოქტრინა კი ცალსახად აცხადებდა დასავლეთ ნახევარსფეროს როგორც ამერიკულ უსაფრთხოების სივრცედ და შემდგომ კოლონიზაციას უკრძალავდა ევროპელ სახელმწიფოებს.
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის ომს სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე განიხალავდა როგორც რუსეთთან მოლაპარაკების საშუალებად. თუ ტრამპი რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას აწარმოებს და აიძულებს უკრაინას კაპიტულაციას (ყველა მოლაპარაკებაში სწორედ ეს პირობა იდო ზელენსკის მაგიდაზე, აბსოლუტურად ყველა!!!) მაშინ რუსეთი მოკეტავს ვენესუელის ოკუპაციაზე, მეტსაც გეტყვით, ბეწვზე კიდია კუბის საკითხიც, პირველი ვისაც უნდა ეშინოდეს ამერიკულ სასამართლოში აღმოჩენა ეს კუბის ამჟამინდელი ადმინისტრაციაა, იმიტომ რომ რუსეთი მოთაფლული ჰყავს ტრამპს, რადგან აშკარა მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაქსიმუმ დაგმობა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი "აღშფოთება" განაცხადოს, მეტს ვერაფერს იზამს.
ალბათ ვიტყოდით რომ ტრამპი გროსმეისტერი ყოფილა, ხედავ რა ხელი ითამაშა, თან ისე გამოვიდა რომ ეს უკრაინაც არ დანებდა და რუსეთსაც ვერაფერი ფეშქაში გაუკეთა პლიუს ვენესუელა მიიღო, აი სწორედ აქ მივადექით ტრამპის სიბრიყვის შიშველ სიმართლეს. ის რომ უკრაინა არ დანებდა ეს არის მხოლოდ ზელენსკის ადმინისტრაციის პრინციპულობის შედეგი, ტრამპის ადამინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა აქამდე რომ უკრაინას წაგებული პირობებით დაესრულებინა ომი და რუსეთი ომიდან გამარჯვებული გამოეყვანა, რაც ტრამპის სიჩლუნგის აშკარა დადასტურებაა. მეორეც, ტრამპის ადამინისტრაცია აბსოლუტუად არასწორად აფასებს რუსეთის შესაძლებლობებს, მას არ სჭირდებოდა უკრაინის გაწირვა რომ ვენესუელა მიეღო რუსეთისგან, მას შეუძლია უკრაინაშიც ჩახადოს რუსეთს და ვენესუელაც მიიღოს, ამ სცენარითაც იგივენაირად განვითარდებოდა მოვლენები, რუსეთი მხოლოდ აღშფოთებას დააფიქსირებდა, მეტიც ამას ბევრად უფრო მოკრძალებულად და დარცხვენილად განაცხადებდა თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდებოდა.
ტრამპის ადმინისტრაცია ფრიად სამწუხადო ვერსიაა ამერიკის რომელიც ნაფტალინიდან ამოღებული მონროს დოქტრინით ხელმძღვანელობს, სამწუხაროდ უახლოეს 10 წელიწადში უნდა ჩავთალოთ რომ 1491 წელიწადში ვართ, ამერიკა ჯერ არ აღმოუჩენიათ, რადგან აშშ-სგან სასარგებლოს დიდ ხანს ვერაფერს ვეღირსებით.
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|