#62461033 · 5 Feb 2026, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, ძვირფასო ფორუმელებო, სანამ ნახევარი საქართველო ისევ იმას არჩევს, XRP უფრო დიდი აფიორაა თუ „სოლანა“, მოდით, 2029 წლისთვის ერთი წინასწარმეტყველური პოსტი დავაგდოთ, რომ მერე ვიღაცას (იმედია მე) „ლაიქები“ დაეწეროს. ბიტკოინი არის ერთადერთი რამ, რაც ქართულ პოლიტიკაზე უფრო პროგნოზირებადია. მისი 4-წლიანი ციკლი ჰგავს დედამთილის ხასიათს – ყოველთვის იცი, რომ კარგი პერიოდის მერე მწარე ვარდნა მოჰყვება: * 2013-2017-2021: პიკები, როცა ყველა „ინვესტორი“ ხდება და ტაქსისტებიც ბლოკჩეინზე გიხსნიან ლექციას. * 2014-2018-2022: ვარდნები, როცა იგივე ხალხი ამბობს „მე ხომ გეუბნებოდით, ეგ პირამიდააო“ და დენის ფულს ძლივს იხდიან. ჩემი „გენიალური“ გეგმა (არ არის ფინანსური რჩევა, მერე წყევლა არ დამიწყოთ): * 2026 წლის ბოლო: ველოდები ბიტკოინის მორიგ „გაღიმებას“. ჩამოვა 50-55 ათასამდე. თუ ყველამ ისე დაიწყო პანიკა, თითქოს ქვეყანა იქცევა, შეიძლება 30 ათასზეც დავიჭიროთ. * ალტკოინების პანაშვიდი: აი, ამ დროს რიპლო, სოლანა და დოგი ისე გაუფასურდება, რომ მათ ყიდვას ერთი ხაჭაპურის ფასად შეძლებთ. რიპლოს მომავალი ისევ სასამართლოშია, სოლანა ალბათ ისევ „დაისივენებს“ და გაითიშება. * 2029 წლის მოსავალი: აი აქ ველოდები ბიტკოინის 300,000$-ზე ასვლას. არა, X200-ს არ გპირდებით, ეგ ზღაპრები სხვაგან მოისმინეთ. რეალური X5 - X7 მატებაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 2029-ში ამ თემას რომ ამოწევთ, ცოტა სული მოითქვათ. რას ვაპირებ მე? 2026 წლის ბოლოს, როცა ყველა კრიპტოს დაასამარებს, მე ჩემს მოკრძალებულ დანაზოგს (რასაც ცოლს/დედას დავუმალავ) ბიტკოინში გადავცვლი. 2029 წელს კი, როცა ეს თემა ამოვა, ან ძალიან ამაყი ვიქნები, ან ისევ ისე ვიწუწუნებ ბენზინის ფასზე, როგორც დღეს.
This post has been edited by andro-andro22 on 5 Feb 2026, 11:00
|