#62745039 · 6 Oct 2026, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Pannialny @ 30 Sep 2026, 21:33 ) | | მეგან |
მაგაზე გამახსენდა - 2000-ანი წლების დასაწყისია, 2002 ან 2003 და სამხედრო შეკრებაზე ვართ წასული ახალგაზრდა ბიჭები, წამლად 1 გოგო არ გვირევია. ტრიალ მინდორშია შეკრების ადგილი ვიო და გზატკეცილიდან გრუნტიანი გზა მიდის იქამდე მხოლოდ. უმეტესობამ გზატკეცილთან ახლოსვე დატოვა მანქანა, ზოგიც ცოტა შორამდე შეყვა გრუნტიან გზას და მერე გააჩერა მანქანა. ზოგიც ხო საერთოდ ავტობუსით მივედით. :up: მოკლედ მივდივართ ეს თავმოყრილი ხალხი უკვე ფეხით და ამ გზის პირად მიყრილ მანქანებს ვათვალიერებთ გზაში, მეტი რა საქმე გვაქვს? ჰოდა ერთიც ვნახოთ და ლიმონისფერ ორკარიან რენო მეგანს გადავაწყდით. მოგეხსენებათ, მაშინ ლიმონისფერი მანქანა და თან მეტნაკლებად სპორტული შეხედულების იშვიათობა იყო და მივაშტერდით ამ რენოს სხვა მანქანებზე მეტად. ხოდა მაშინ ერთი თანაკურსელი მეხლდა თან და მან თქვა ამრეზით: მერსედესები და იგენი აყენია და ხალხი რენო მეგანის კუპეს უყურებსო. ეს ფრაზა აგერ უკვე 23 თუ არა 22 წელია მახსოვს და არ მავიწყდება. ხოდა ჩემო პანჩო, ეცადე შენც დატოვო ასეთი დასამახსოვრებელი ფრაზები :up:
|