სამწუხაროდ ცდები
2012 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტი 483.3 ათასი
DSL ტექნოლოგიით მომსახურების მიმღები აბონენტების რაოდენობამ, 2012 წლის ბოლოს, 211 ათასი
აბონენტი შეადგინა. 2011 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 6.0%-ით (12
ათასით) გაიზარდა
აბონენტების უმეტესი ნაწილი (43.8% ) DSL ტექნოლოგიას იყენებს. შემდეგ ადგილზე არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მომსახურება - 37.4%, EVDO – 8.7%, HSPA/EVDO1 – 4.5%, WiMax – 1.8% და WiFi – 3.7%.
სადენიანი ფართოზოლოვანი მომსახურება
საქართველოში 2012 წლის ბოლოს 392 ათასი სადენიანი ფართოზოლოვანი (DSL და ოპტიკურ-
ბოჭკოვანი) მომსახურების აბონენტი დაფიქსირდა. აბონენტების უდიდესი ნაწილი თბილისშია
თავმოყრილი - 64.1%, ქუთაისში - 6.5%, ბათუმში - 6.3%, რუსთავში - 6.0%, ფოთში - 1.5%. დანარჩენ
საქართველოში კი სულ 15.6%.
სადენიანი ფართოზოლოვანი მომსახურების სიმკვრივე (აბონენტების რაოდენობა შეფარდებული
ქვეყანაში შინამეურნეობების რაოდენობაზე) საქართველოში 30.7%-ს შეადგენს. თბილისში ეს
მაჩვენებელი 75.4%-ია, ქუთაისში - 45.4%, ბათუმში - 69.4%, რუსთავში - 67.3%, ფოთში - 42.7%,
დანარჩენ საქართველოში კი – 3.9%.
2012 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 211 ათასი DSL აბონენტი იყო.
აბონენტების 43.4% (92 ათასი აბონენტი) თბილისშია თავმოყრილი, ქუთაისში - 12.0% (25 ათასი),
ბათუმში - 10.7% (23 ათასი აბონენტი), რუსთავში - 2.6% (5.5 ათასი), ფოთში - 2.7% (5.8 ათასი
აბონენტი), დანარჩენ საქართველოში კი სულ 28.6% (60 ათასი აბონენტი).
აბონენტების 74.0%-ს სილქნეტი ფლობს, ახალი ქსელები - 14.2%-ს, ახტელი - 6.5%-ს, კავკასუს
ონლაინი - 2.8%-ს, საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია (CGC) - 1.3%-ს,
ყველა სხვა ოპერატორის წილი კი ჯამში 1.2%-ს შეადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი ქსელები,
ახტელი და CGC ურთიერთდამოკიდებული აფილირებული პირები არიან
2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სულ 181 ათასი ოპტიკურ-ბოჭკოვანი
აბონენტი იყო. მათი 88.4% (160 ათასი აბონენტი) თბილისში იყო თავმოყრილი, რუსთავში - 9.9% (18
ათასი), ბათუმში - 1.3% (2300 აბონენტი), სხვა დასახლებულ პუნქტებში კი იგი პრაქტიკულად არ არის
(სულ 687 აბონენტი).
აბონენტების 64.2%-ს კავკასუს ონლაინი ფლობდა, სილქნეტი - 23.9%-ს, კავკასიის ცენტრალური
კავშირგაბმულობის კორპორაცია - 9.9%-ს, ყველა სხვა ოპერატორის წილი კი ჯამში 2.0%-ს შეადგენდა.
http://www.gncc.ge/files/3100_2949_681569_...PORT%202012.pdfDSL ის აბონენტების 74% სილქნეტის არის და მისი ფასებიდან გამომდინარე არ მგონია რეგიონებში და თბილისშიც ყველას 4-8 მგბ/წმ პაკეტი ქონდეს რადგან ფასი თბილისში 65 ლარი და რეგიონებში 116 ლარი ღირს
ფასიდან გამომდინარე სავარაუდოდ უმრავლესობას 192-512 კბ/წმ დან 3 მგბ /წმ მდე ექნება