არის კიდევ მეორე ვარიანტი
mod_security: პრობლემა და სწრაფი გამოსავალი
ამ ბოლო დროს რამდენჯერმე პრობლემა შემექმნა mod_security (
http://www.modsecurity.org/ ) - სთან. ეს არის ერთგვარი ვებ აპლიკაციის ფაირვოლი რომელიც უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას და ყენდება როგორც Apache ვებ სერვერის მოდული.
განმარტება მწარმოებლის საიტიდან:
ModSecurity is an embeddable web application firewall. It provides protection from a range of attacks against web applications and allows for HTTP traffic monitoring and real-time analysis with no changes to existing infrastructure.
ამ მოდულს გააჩნია უამრავი კონფიგურაციის პარამეტრი რაც საგრძნობლად აუმჯობესებს რესურსის უსაფრთხოებას თუმცა მისი კონფიგურაციის ზოგიერთი დეტალი გარკვეულ პრობლემებსაც იწვევს.
ჩემს შემთხვევაში პრობლემა გამოიხატებოდა იმაში რომ იბლოკებოდა ყველა iframe ელემენტი და ასევე იბლოკებოდა ზოგიერთი ფაილი მათი დასახელების გამო (მაგ. filesystem.class.php).
გამომდინარე იქიდან რომ მე არ ვარ სერვერის ადმინისტრატორი და არ მეხება(და ხშირად არც მაინტერესებს) კონფიგურაციის დეტალები, მივაგენი სწრაფ გამოსავალს რომელიც სავსებით საკმარისია იმ მომენტამდე სანამ სერვერის ადმინისტრატორი დახვეწავს კონფიგურაციას.
კერძოდ ამისათვის საჭიროა .htaccess ფაილის შექმნა და მასში შემდეგი დირექტივების ჩაწერა:
<IfModule mod_security.c>
SecFilterEngine Off
</IfModule>
ეს არის და ეს mod_security დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ეს არის ე.წ. dirty გამოსავალი
დამატებითი დეტალებისათვის იხილეთ ოფიციალური დოკუმენტაცია (
http://www.modsecurity.org/documentation/m...e-reference.pdf )
გაითვალისწინეთ ესეც ( მე გამაწვალა mod_security-მ მაგრად როდესაც რაღაც amfphp-flash აპლიკაციის დაყენებას ვცდილობდი, amfphp საერთოდ არ მუშაობდა, ბოლოს აღმოჩნდა რომ mod_security ბლოკავდა content-type-ს რომელსაც იყენებდა amf, კერძოდ application-amf-ს თუ პირიქით იწერება აღარ მახსოვს ზუსტად. გამოსავალი იყო mod_security-ში სხვა დასაშვებ content-type-ების სიაში ამ ტაიპის დამატებაც. )
application/amf უნდა დამეწერა ბოდიში.
მოკლედ ეს სტატია code.ge ს ეკუთვნის ზოგჯერ ბლოგებზე საინტერესო რამე წერია