big-manაუუფ რამდენი წერე, მოდი რა მართლა ნათელს მოვფენ ან თემას, მაშ ასე ჯერ ერთი დავიწყებ იმით, რომ ვარეზის გახსნა თუ გსურთ და სუფთად მუშაობა დღეს არსებული კანონმდებლობიდან ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი იქნება შემდეგი:
მეწარმეთა შესახებ არსებობს ასეთი კანონი 1 მუხლი, სადაც განხილულია და ჩამოთვლილია ყველა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა ფორმები, ჩვენ ამ შემთხვევაში დაგვჭირდება დავრეგისტრირდეთ შემდეგი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით, როგორიც არის ინდივიდუალური მეწარმე (ინდ. მეწარმე), რადგან ეს ყველაზე ოპტიმალური არჩევანია: მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენთ განცხადებას, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და უკვე ინდ. მეწარმე ხარ, ანუ ყველაზე მარტივი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა არის ეს საფასური რეგისტრაციისთვის მინიმალური რაღაც თანხა არის და ა.შ.
ახლა კი II, გახსენი ვარეზი, გაქვს შემოსავალი, მაგრამ არსებული კომპანიები რეკლამის დაკვეთისას გთხოვენ ანგარიშწორების დოკუმენტს, საბუთს, რაც მოწმობს, რომ მან თქვენთან შეუკვეთა რეკლამა, ამისათვის მივდივართ საგადასახადო ორგანოში და ვყიდულობთ შესაბამის ფორმებს, ნებისმიერ კომპანიას თუკი მოგთხოვთ ის რაიმე დოკუმენტს გაწერთ ამ ფორმაში დეტალებს ხელს მოაწერთ და ერთ ეგზემპლარს მისცემთ დამკვეთს.
III, გაყიდული რეკლამებიდან ანუ მოგებიდან მოგიწევთ აუცილებლად მოგების გადასახადის გადახდა...
IV, თქვენ შეგიძლიათ სიმბოლური თანხა გადაიხადოთ საგადასხადო ორგანოში, ვთქვათ თვეში გაყიდოთ 10 რეკლამა და გადაიხადოთ 1 ის თანხა, რატომ? იმიტომ რომ რეალურად თქვენით საგადასხადო რომც დაინტერესდეს ვერ შეგიმოწმებთ ამ ყველაფერს ვირტუალურად, ძალიან ძნელია არ გვაქვს სამართლებრივი ბაზა კანონმდებლობა რა როგორ და ა.შ ანუ მე მიდევს 10 რეკლამა გადავიხადე 1-ის საგადასახადომ საიტი შემიმოწმა აღმოჩნდა 10 მიდევს ვერანაირად ვერ დაამტკიცებს, რომ მართლა 10 მიდევს, რადგან შესაძლოა ის 9 უფასოდ დავდე თხოვნით, და მოგება არ მიმიღია, ანდაც ამოვიღებ მეორე დღეს და მტკიცების საგანი აღარ იქნება. მოკლედ ურთულესი პრობლემაა ამის კონტროლი და არც არსებობს ამაზე კანონმდებლობა და ა.შ
V, ჯობია თქვენი ვარეზი ლეგალიზებული გქონდეთ ასე, რომ ვთქვათ ამ კუთხით ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებით, რადგან მეტი რეკლამა გექნებათ ხელზე არ აიღებთ ფულს და ა.შ
VI, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარა და იმ სამართლებრივი ბაზიდან გამომდინარე რაც გვაქვს, არსებობს ასევე საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრება, კინოთეატრები, რომ ედავებიან ვარეზებს და არ გვინდაო ამბობენ ეს ვარეზებიო და ამბობენ საავტორო უფლებების დამღვევი მხარე ვარეზია, რომელიც ასე უფასოდ ავრცელებს ამ კონტენტსო, ეს საუბრები კარგა ხანია ისმის, მაგრამ გაჩნდება კითხვა თუკი მართლაც ეს ასეა, რატომ არ შეაქვს სარჩელი რომელიმე კინოთეატრს ვარეზების წინააღმდეგ?
საქმე იმაშია, რომ მათაც არ აქვთ ლიცენზირებული ფილმები ნაყიდი, და ეს ლეგალიზებული მიწოლა ვარეზზე არის უბრალოდ ინსტრუმენტი იმისა, რომ ვინმე შეაშინო და აიძულო ფილმები არ განათავსოს და შენ კონკურენცია არ გაგიწიოს. რეალურად არც ვარეზი არც კინოთეატრები არც პროვაიდერი არ არიან სამართლებრივი კუთხით ასე სუფთა, რომ სხვაზე აწარმოონ კონტროლი და ზეწოლა. პროვაიდერი კავკასუსის 2 წარმატებული პროექტი გოლ.ჯი ავოე.ჯი და ბუდე.ჯი ხომ მთლიანად ვარეზია? არალეგალური კონტენტი...
VII, საქართველოში იმდენად მწვავე და დიდი პრობლემები არსებობს, რომ ასე წვრილმანი რაღაცეებისთვის არავის არ ცალია და არც უნდა ეცალოს, ელემენტარულად სისხლის სამართლის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, ქვეყნის კონსტიტუცია არის დასამუშავებელი და დღის წესრიგში დგას ეს საკითხები მგონი ამ ინტერნეტ პოლიცია, კონტროლი და ა.შ ეს ფუფუნება იქნება საქართველოსთვის, და ზედმეტი, ამის გარდა სოციალური ფონი არის ძალიან დაბალი, ბევრი ვერ იყიდის კინოფილმის დისკს, ვერ წავა კინოთეატრში და ა.შ. ქვეყანაში, როცა ხალხია დასაქმებული სოციალური ფონი მაღალია გაჭირვებულები ცოტა გვყავს, აი მაშინ შეიძლება ასეთი სამართლებრივ მატერიალუერი ბაზის შექმნა და მოქალაქეებზე ასეთი რაღაცეების მოთხოვნა. ელემენტარულად ქვეყნის სამინისტროებში სულ ახლახანს დააყენეს ორიგინალი ოპერაციული სისტემები, სულ დაკრეკილი ეყანა ადრე, სხვა პროგრამებზე, რომ არ ვისაუბროთ....
VII, თუკი გააკეთებენ ამ ინტენეტ პოლიციას კონტროლს ძალიან დიდი სისულელე იქნება ამ ეტაპზე, და ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს... და ვერც იმუშავებს დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ აიღოთ კომ დომენი ამ შემთხვევაში უცხოური ჰოსტი და ვერც ვერავინ შემოგედავებათ ვერასოდეს.
VIII, გააკეთეთ ვარეზები ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ...

რუსეთში მომხადრი ინციდენტი კი საერთოდ სხვა რეალობაა ჩვენგან, არაოფიციაური მონაცემებით იქ არსებულ კინოთეატრებს სახელმწიფო მეწილეები ყავდათ და მათ ინტერესში იყო, უფრო მეტი ფული გაეკეთებინათ ვიდრე აკეთებდნენ და მსხვილი რამდენიმე ვარეზი დახურეს, მაგრამ 99% ისევ აგრძელებს მუშაობას...