არ არსებობს ვერ ვიტყვით. არსებობს მაგრამ ნაგავია 99 % განულებული ძრავებით...
და ერთი და იგივე უაზრო პროექტებით...
ანუ ჯინეტზეა ზოგადად საუბარი...
ელემენტარულად დომენის ონლაინ რეგისტრაცია არ არსებობს საქართველოში.
ფეიფალი არ არსებობა, რაც წწწ -ს ასე ანვითარებს და მეტი რა... შენ თუ ვარეზებს წწწ - ეს იავარდად თვლი, მაშინ გეტყვი რომ ასე არაა და ცდები

პლიუს გაითვალისწინე რომ ჰოსტრინგის პრობლემა გვაქვს.. მე ვთვლი რომ ჰოსტინგს მხოლოდ ფირმები და კომპანიები უნდა იყენებდნენ და ყველა ძლიერ პროექტს თავისი ძლიერი სერვერი უნდა ქონდეს....
მაგრამ რას იზავ... ჩვენ ფორუმ გესაც მიუხედავად იმისა რომ ამხელა შემოსავალი და ამხელა რეიტინგი აქვს, ისეთი ### სერვერი აქვს რომ აქ შემოსვლა მეზიზღება უკვე...
თან ისეა საქმე, ამ კონტროლის გარეშე ყოფნის გამო რომ 16 წლის ბავშვებს, ვისაც მამიკოებმა ძლიერი კომპები უყიდეს, ყველა ჰოსტინგის გაკეთებას ფიქრობს და ჩალიჩობს...
რაც შეეხება ძრავებს, რაც არსებობს განულებულები. მე ვემხრობი იმას რომ ძრავის გამოყენება კარგია, მაგრამ არა მოპარულის...
თუმცა მეც ყველასავით ნულლედ ვერსია მიყენია.. რა ვქნათ საქართველოა.. ცოტა ხნის წინ ვებ გვერდი გავყდე იმის გამო რომ 3 წლის განმავლობაში დომენის ფულსაც კი ვერ აგროვებდა...
რატომ?
იმიტომ რომ თუ გინდა ჩუპაჩუპსის ფული იშოვო უნდა რუსული რეკლამა დადო... დადებ და მომხმარებელი წუხდება.. თუ მომხმარებელზე ფიქრობ, ფულს ვერ შოულობ იმდენს რომ შენი ვებ გვერდის განვითარებაში ჩადო... ასე რომ რეიტინგი არ გაქვს... რეიტინგი არ გაქვს და რეკლამას არავინ დაგიდებს...
რატომ?
იმიტომ ტომ ეს დებილი მენეჯერები ტოპ.გეს უყურებენ და იმას ვერ ფიქრომენ რომ აი მაგალითად თუ ვესტელის რეკლამა დაიდო ვარეზზე და იმ ვარეზზე 99% 15 - 16 წლის არის და საკუთარი შემოსავალი არ აქვს და ნახევარი კიდევ ტრუხა იპ მისამართებია, პროდუქტი ვერ გაუსაღდება... ამიტომ ჯობს წოტა სერიოზულ საიტზე გააკეთოს რეკლამა... ამგრამ, სე სერიოზული საიტები ტოპზე 3-4 გვერდს ძვლივს აღწევენ ხოლმე...
და ასე... მერამდენე წელია წწწ ში ვტრიალებ და ვგრძნობ რომ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით...
ამიტომ ვამბობ რომ ჯი ნეტი ნაგავია... რადგან ამ სიტყვების გამო გული მწყდება და არ მინდა ჩემი ვებ გვერდიც ნაგავი იყოს, ამის გამო მირჩევნია ვთქვა: ქართული წწწ არ არსებობს...
რაც გვაქვს ქართული ეს მხოლოდ გაქართულებაა
This post has been edited by AnimeR on 21 Aug 2009, 15:53