მმმმმ..
ვერ მივხვდი

უბრალოდ 30 ლარად რომ დომენი ავიღო ჯორჯიაზე პატარა და დასამახსოვრებელი თან ჩემს საქმიანობასთან, ინტერესებთან და გეგმებთან მეტად დაკავშირებული რატომ არ უნდა მერჩივნოს?
Frodoროგორც შენ ამბობ სანომრე ნიშნებში იხდიან ათასებს - გეთანხმები მაგრამ აქ დაუკვირდი აბა რაში იხდიან?..
იხდიან ისეთ ნომრებში, რომლებიც ახლოსაა მათ სახელთან, კომპანიის სახელთან, ავტომობილის მოდელთან და ასე შემდეგ..
მე მაგალითად არ მეგულება ადამიანი, რომელიც GEO-264 ასეთ ნომერში ფულს გადაიხდის და თუ გია ქვია სახელად მაშინ გადაიხდის ფულს ნომერში GIA-264.
მოდი ახლა კიდე სხვა კუთით შევხედოთ ამ საკითხს..
როდესაც გაქვს რაიმე კომპანია თუნდაც ძალიან პატარა და უგზავნი ელ-ფოსტას შენს კლიენტს ან პოტენციურ კლიენტს ან სულაც საქმიანი წინადადებით მიმართავ რომელიმე კომპანიას...
როგორ ფიქრობ ამ შემთხვევაში რომელი ელ-ფოსტა უფრო სოლიდურია რომ გქონდეს - "chemifirma@georgia.com" თუ "info@chemifirma.ge"?
მე მაგალითად არ აღვიქვავ ისეთ კომპანიას სერიოზულად, რომელიც საქმიანი შეთავაზებით მეხმიანება ელ-ფოსტაზე და მისამართს რომ დახედავ ეწერება სიტყვაზე "carshop@georgia.ge" და საერთოდ ჩავთვლი რომ ამ მაილის ავტორს შეიძლება არც ქონდეს შეხება კომპანიასთან "carshop"
ხოლო შენ თუ მხოლოდ კერძო პირებზე გაქვს ეს პროექტი გათვლილი ძალიან მეეჭვება, რომ კერძო პირმა ამაში ფული გადაიხადოს

და ბოლოს, რაც შეეხება სივრცეს...
ვფიქრობ 25GB მითუფრო კერძო პირისათვის არისზედმეტზე გაცილებით მეტი და 5 სიცოცხლე უნდა განვლოს რომ ნახევარი მაინც გამოიყენოს.
ხოლო კომპანიებისათვის კი, როგორც უკვე გითხარი ეს იმდენად არამომგებიანი საკითხია, რომ არც 99 დოლარი დაენანებათ მაგრამ არც 25GB-ზე დახამდებიან, რომ მაგის გამო ფირმის სახელი არ გამოიყენონ და არასერიოზულობის იმიჯი შეიქმნან.
შეგიძლიათ მეკამათოთ ამაზე მაგრამ იმას ვერ დამიმტკიცებთ, რომ georgia.ge უფრო სოლიდურია კომპანიისათვის ვიდრე მისი საკუTარი საფირმო სახელწოდება და შესაბამისად მასზე მიბმული info, hr, support და ასე შემდეგ მაილები.
წარმატებები anyway