#24773704 · 3 Apr 2011, 02:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Domaci ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ მე მაგის ადგილზე რომ ვიყო კიდევ დიდი ხანი არ შემოვიდოდი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში ელემენტარულ სარეგისტრაციო ფორმას არ ავსებენ სწორად. ჩვენს სისტემაში იმდენი უაზროდ შევსებული ფორმაა, და სასაცილო რომ არ ვიცი რა. ყველაფერში უნდა მოიტყუონ. ასეთი ხალხი და პეიპალი? მართალია არც ეგენი არიან ტატალები, მაგრამ შენ შენი მხარე უნდა გეჭიროს. კაცს, რომელსაც ეშეინია საკუთარი მისამართის სარეგისტრაციო ფორმაში გაამჟღავნების, როგორ უნდა მისცე სერვისით სარგებლობის საშუალება.
საერთოდ არაა ამ მხრივ საქართველოში ურთიერთობის კულტურა.
უაზრო, რეგისტრაციები კომპანიისთვის სპამია და სხვა არაფერი. და მომხმარებლისთვის კი მისი სულელობის გამოჩენის შანსი. თუ მოუნდება რომელიმე კომპანიას შენი ვინაობის დადგენა, და ძალიან დააინტერესებ, რომელი ერთი გაიქცევა. შეიძლება ერთ დღეში არა, მაგრამ ბოლოს მაინც მოხვდება საკადრისი.
მეორე ის რომ, როცა კომპანიისგან ითხოვ რომ კარგი იყოს, შენ რას აკეთებ? ატყუებ. თუ არ გინდა შენი ინფოს გამოჩენა უთხარი კომპანიას ამის შესახებ და აუხსენი რატომ. რა პრობლემაა ამის გაკეთება.
სანამ საქართველოში ინტერნეტ კულტურა არ იქნება, ინტერნეტი სულ ასეთი განუვითარებელი იქნება.
|