ამ ქვეყანაში კომერციული პროექტი გათვლილი უნდა იყოს გრძელ ვადებზე...

უბრალოდ სკრიპტი დავითრიე, ავაწყე გავუშვი და აბა ვნახოთ რა იქნება არ გამოდის (სანამ გარკვეული სპონსორები იყო კი გამოდიოდა ისე ერთი პერიოდი)
სანამ რაიმეს მიაღწევ, ბევრის ჩასადებად უნდა იყო მზად
მაინც ჯერ ჩანასახშია აქ ინტერნეტში ფულის ტრიალი... იმედია მალე დატრიალდება
თუმცა ბევრი მიზეზის გამო სერიოზული კომპანიები არასერიოზულად უყურებენ თვითონ ინტერნეტში ფულის ჩადებას...
ისე ამ ბოლო დროს სოც.მედიისაკენ კი მოუბრუნდათ გული, თუმცა მაგის აქეთ როდის გამოიხედავენ და 100ობით საიტს შეამჩნევენ არვიცი
* * *
nuGaაქ მპოსტავების უმრავლესობა ბაქსებს დიდი ხანია მოეშვა...
ვინც არ ეშვება, ის უკვე ამით სერიოზულად კავდება, ეგ ხალხი აი აქ არის
BUX საიტები, ნაწილი Vთუმცა ამ განყოფილებაში ალბათ გაწელე და გამოწელე მაქსიმუმ 300-400 კაცი იხედებოდეს...
ამ რაოდენობის მომხმარებლით კომერციულ წარმატებას კი ვერ მიაღწევ...
უფრო სერიოზულად თუ გინდა გაქაჩვა, ცოტა უფრო დიდ რაოდენობაზე უნდა იფიქრო...
Bux.ge-ს (სანამ გააუბედურეს) მახსოვს 7 000 -მდე მომხმარებელი ჰყავდა, თუმცა დიდ წარმატებად მაინც არ ითვლებოდა...
მოკლედ რომ აამუშავო (თეორიაში გეუბნები) მომხმარებელი და დამრეკლამებელი ერთდროულად უნდა მოვიდეს
მაგრამ რეალურად მოხმარებელი არ მოდის თუ ბევრი რეკლამა არ არის
და რეკლამა არ მოდის თუ ბევრი მომხმარებელი არ გყავს...
პატარა პარადოქსია...
ფული უნდა ჩადო და ანუ რეკლამა ისე უნდა გააკეთო რომ შენ არავინ გადაგიხადოს, იმისათვის რომ მოიზიდო ხალხი
და ხალხი რომ გეყოლება, მერე კლიენტის მოძიებაზე უნდა იფიქრო...
თუმცა სარისკო საქმეა (ანუ ჩადებული ფულით, თორე აქ ძალიან დიდ თანხებზე არ მიდის საუბარი, პატარა ბაზარი გვაქვს)
ალბათ საწყის კაპიტალად 200-300 ლარი საკმარისი იქნებოდა...
თუმცა კაი მენეჯმენტი დაგჭირდება რომ სტაბილური დამკვეთები და მომხმარებელი გყავდეს...
პირადად მე მაინც ბაქსს არ გირჩევდი, საკმაოდ ბევრი მიზეზის გამო
აგერ მშვენიერი იდეა დაგიდეს წინა გვერდზე... შეათანახმე და რაიმე განსხვავებული გააკეთე ჯობია...
წარმატებები ყველანაირ წამოწყებაში