პოკერი (განსაკუთრებით ტექსასური ჰოლდემი) დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად ითვლება და მას მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. 2010 წლის აპრილში პოკერის საერთაშორისო ფედერაცია გახდა სპორტის ინტელექტუალურ სახეობათა ასოციაციის წევრი. რაც იმას ნიშნავს, რომ პოკერი მოიხსენიება სპორტის ისეთი ინტელექტუალურ სახეობებთან ერთად, როგორიცაა ჭადრაკი, შაში, გო...
როგოც დევიდ სკლანსკი თავის წიგნში აღნიშნავს: "პოკერის ხიბლი გამოიხატება იმაში, რომ ზედაპირულად ეს თამაში ძალიან მარტივი ჩანს, სინამდვილეში კი არის ღრმა, მდიდარი და ინტელექტუალური თამაში.
ძირითადი წესები იმდენად უბრალოა, რომ ნებისმერს შეუძლია ისწავლოს რამდენიმე წუთში და ახალბედებმა შეიძლება იფიქრონ, რომ საკმარისად აითვისეს რამდენიმე საათიანი თამაშის მერე. პროფესიონალების აზრით, მოჩვენებითი უბრალოება, რომელიც ბევრს აფიქრებინებს, რომ მათი ცოდნის დონე საკმაოდ კარგია, წარმოადგენს ამ თამაშის დადებით მხარეს. ბილიარდის და გოლფის მოყვარულებს დიდი დრო არ სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ მათი თამაშის კლასი არ შეესაბამება გარშემო მყოფთა დონეს, პოკერში წაგებულები კი ისევ და ისევ უბრუნდებიან სათამაშო მაგიდას, აგებენ ფულს და ამას აბრალებენ უიღბლობას და არა თამაშის ცუდ ხარისხს."
ჩვენი ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ყველა ახალბედა პოკერისტს, თუ პროფესიონალ მოთამაშეს განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა, განიხილონ სხვადასხვა სათამაშო სტრატეგიები, გაეცნონ პოკერის სიახლეებს და დახვეწონ თავიანთი თამაში.
www.ZVIGEN.com This post has been edited by didelfadori on 28 Feb 2012, 21:29