#30136405 · 10 Mar 2012, 21:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Liosurg
| QUOTE | | რაც შეეხება, PHP-სა და ActionScript-ის შედარებებს, საქმე ეხება უნივერსალურობას.... პირველი არის სკრიპტი ვებ-პროგრამირებისათვის მხოლოდ..... ხოლო მეორე არის უნივერსალური საშუალება აკეთო ყველაფერი, რაც კი რამ გჭირდება კომპიუტერში და ინტერნეტში - ანიმაცია, პროგრამირება, დესკტოპ პროგრამები, თამაშები, ვებ-დიზაინი, ვებ-პროგრამირება, მონაცემთა ბაზები, აუიო-ვიდეო სტრიმინგი, გრაფიკა, 3D და სხვა. ერთი პროგრამირების ენა, ერთი გარემო - ნაირნაირი პროდუქტები. ამიტომაც ActionScript-ს ვეძახი პროგრამირების ენას მასებისთვის.... |
ერთადერთი რასაც(/ვისაც) ყველაფერი შეუძლია აკეთოს და თან უმაღლეს დონეზე - ჩაკ ნორისია. ActionScript არ არის გათვლილი მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ, სხვა ენები უკეთესად აკეთებს იგივე საქმეს. მარტივი ვებ ანიმაცია კი ბატონო, მაგრამ ხარისხიანი 3D-ს ამბავში, ფლეშ ტექნოლოგიები 3ds max-თან და მსგავს პროგრამებთან ახლოსაც ვერ მივა, ხო მეთანხმები?
დღეს-დღეისობით ფლეში ყველაზე მოსახერხებელია ვიდეო ფლეიერების, ბრაუზერული ონლაინ თამაშების, ბანერების და სხვა პატარ-პატარა ვებ-კომპონენტების შესაქმნელად, მთლიანი საიტის ფლეშში გაკეთება ნამდვილად არაოპტიმალური გადაწყვეტილებაა და სწორედ ამის გამო, ძალიან ბევრმა კომპანიამ უარი თქვა ამ ბოლო დროს და გადააკეთა თავისი საიტი ფლეშიდან -> .
This post has been edited by dadli on 10 Mar 2012, 21:13
--------------------
არსებობს ადამიანების 10 კატეგორია, ერთ ნაწილს ესმის ბინარული ნუმერაციის სისტემა, მეორეს არა.
|