ჰდკლაბზე შედიხართ? გუშინ დღის განმავლობაში უჭირდა შესვლა. შემდეგ გამოსწორდა საღამოსკენ. დღეს კი მთელი დღე (რამდენჯერაც ვცადე) გათიშულია. გადავამოწმე სხვა საიტებიდან და იქაც მიგდებს, რომ ჩვენც ვერ შევდივართო. ჰოდა მაინტერესებს თქვენთანაც ასეა?
narmonanaტორენტ-კლიენტში ნახეთ ქვევით (სადაც გადმოქაჩვის სიჩქარეს გიჩვენებთ, მის გვერდით - თქვენგან მარცხნივ) ყვითელი ფერის ძახილის ნიშანი თუ არის სამკუთხედში. თუ ეს ნიშანი ჩანს, პორტია დახურული. რამდენიც არ უნდა ეწვალოთ და დააკონფიგუროთ ტორენტ-კლიენტი, ვერაფერს გახდებით. ამ შემთხვევაში შველის მხოლოდ პროვაიდერთან ზარი.
კავკაზუსის შემთხვევაში, მართალია, ამბობენ, რომ ყველა პორტი ღია არისო, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არ შეეშვათ, სანამ ქვევით არ გამწვანდება. ტორენტ-კლიენტის ჩართვისას, თითქმის ეგრევე უნდა გამწვანდეს და იყოს მუდმივად მწვანე.
შესაძლოა ათასი ზღაპარი მოგიყვენ პროვაიდერთან და თან ყველა ოპერატორი სხვადასხვა მიზეზებს დაგისახელებთ (

) - არ დაიბნეთ! მთავარია ტორენტ-კლიენტში გამწვანდეს და რა ზღაპარიც უნდათ ის, ილაპარაკონ.
ბევრი სხვა საკითხია საერთოდ პროვაიდერის მიერ სიჩქარის დაგდების თაობაზეც, თუმცა ეს სხვა თემაა უკვე.
ყოველთვის გადაამოწმეთ (მაგალითად სპიიდტესტ ნეტის საშუალებით, თუმცა მანდ სიჩქარის მონაცემები მთლად სანდო არ არის) უშუალოდ რომელიმე ფაილის წამოღებით.
იმ შემთხვევაში თუ ქვევით მრგვალი მწვანე ნიშანია და შიგნით კი "პწიჩკა" - პორტი ღიაა. ამ შემთხვევაში უნდა სცადოთ ისეთი ფაილის წამოღება, რომელსაც ბევრი სიდერი და ცოტა ლიჩერი ჰყავს და მაშინ ნახავთ სიჩქარეს (რეალურად რაც მოგეწოდებათ პროვაიდერიდან).
ასევე დამოკიდებულია ფაილის ზომაზეც. თუ პატარა ფაილია, კლინტი ვერ ასწრებს მაქსიმალური სიჩქარის აწევას.
This post has been edited by passko on 7 Feb 2014, 21:44