პირველ რიგში ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
მერე გეტყვით რო მთელი თემა გადავიკითხე

აქა იქ რამდენიმე საინტერესოც ამოვიკითხე,ახალი ტორენტ საიტებიც ჩავინიშნე და ჩემი ცოდნაც მცირედით ავიმაღლე

ბარემ ვიტყვი რომ რამდენიმე წელია ტორენტების მომხმარებელი გავხდი და ვარეზებისკენ გახედვაც არ მინდა
ვაღიარებ პირველი ნაბიჯების გადადგმა ცოტა გამიჭირდა,სანამ უკეთ არ გავერკვიე ტორენტის ფუნქციებსა და სპეციფიკაში
ვერც ეხლა ვიტყვი ყველაფერი ვიცითქო,ამიტომ გადავიკითხე 85 გვერდი

რამდენიმე კითხვა მაინც მომრჩა და პასუხებს თუარ დამზარდებით გამიხარდება:
1.ტორენტ ფაილების download/seed-ის დროს კომპიუტერი საშინლად იტვირთება,მუშაობა თითქმის შეუძლებელია,მხოლოდ ფილმიც რო ჩავრთო მაგრა ჭედავს,ფაქტიურად აზრი არ აქ ყურებას და ეს ყველაფერი დაიწყო სადღაც სექტემბრისკენ,კომპიუტერის ბრალეულობა ვფიქრობ გამორციხულია i3 პროცესორი,4 გბ DDR3 და ა.შ.+სისტემის ბრალიც არ იქნება,რამდენჯერმე გადავაყენე windows,მეყენა 7 იც,8 ც,8.1 იც,ყველგან იგივეა,ინტერნეტიც ნორმალურია:

როგორც ამიხსნეს რაც უფრო მეტი პირი ცდილობს ჩემ კომპთან დაკავშირებას და ინფორმაციის მიღებას მითუფრო იტვირთება სისტემა,ანუ სიდირება იწვევს კომპის გაჭედვას,მაინტერესებს თქვენთანაც თუ ესეა და თუ არა რას მირჩევდით
ბარემ აქვე ვიტყვი,ძირითადად ვიწერ მაღალი გარჩევადობის ფილმებს(10,20,30,40 გბ),სპორტულ ღონისძიებებს და ა.შ და არასოდეს ვწყვეტ სიდირებას სანამ მინიმუმ upload არ გადააჭარბებს download ს,მარა ამ პრობლემის გამო აუტანელი გახდა სიტუაცია
2.როდესაც რომელიმე რუსული ტრეკერიდან ვიწერ ფაილს ძირითადად იწერს 1.1 მბ -თი(მეგაბაიტი),მარა არის შემთხვევები როცა მოაქ ლოკალის სიჩქარით ანუ 2.3 მბ-თი(მეგაბაიტი),რაზეა ეს დამოკიდებული?
ჩემ ვარაუდსაც დავწერ,ლოკალით იმ შემთხვევაში ხოარ მოაქ ვინმე ქართველი როცა ასიდირებს?ანუ საქართველოში მყოფი?