Dixtosaკარგი რა ბევრ რამეს არასწორს ამბობ. დავიწყოთ იმით რომ მიუხედავად იმისა რომ "განვითარებულ" ქვეყნებში ტორენტი და ზოგადად პირატობა აკრძალულია მაინც ახერხებს ხალხი იგივე მოხდება აქაც.
არვიცი რატომ ზრუნავ ასე კინოკომპანიებზე მაგრამ მათი შემოსავალი მხოლოდ იზრდება წლიდან წლამდე. ამასთან საქართველოს არ გააჩნია netflix, amazon prime და მსგავსი სერვისები სადაც ლეგალურად უყურებ რაიმეს. იგივე სერიალი რომ ავიღოთ ქართველ მომხმარებელი უბრალოდ ვერ ნახავს. ერთადერთი გზა იქნება დვდ ან ბლურეი გამოწეროს ამაზონიდან რასაც არ იზამს (უნდა გადავიხადო საკმაოდ დიდი თანხა იმაში რაც არვიცი როგორია). ასე რომ საქართველოს აკრძალვით არაფერი შეიცვლება კომპანიისთვის, პირიქით იგივე ფილმის ან სერიალის გამო შეიძლება პროდუქტთან დაკავშირებული ნივთი ან მსგავსი რამე იყიდო, რაც მაგათვისვეა კარგი. შენ თუ ფილმებში დროის ხარჯვა არ გინდა ეგ ტორენტის ბრალი არაა

)))
პროგრამები კი უბრალოდ საშინლად ძვირია როგორც უკვე გიწერია, მაგრამ კვლავ აქაც საქართველოს პრობლემები იჩენს არ გვაქვს სტუდენტური ფასდაკლებები პროგრამებზე და ასე შემდეგ. არამგონია ბევრს ქონდეს საშუალება 3-4 კ დოლარი გადაიხადოს პროგრამულ უზრუნველყოფაში. და გატეხილი პროგრამები არ ავირუსებს ვინდოუსს.
ეხლა მივუბრუნდეთ წიგნებს, მე გადახდილი ფასის მიხედვით არ მიჩნდება მისი წაკითხვის სურვილი. როცა სწავლობ თითო საგანზე გჭირდება 3-4 წიგნი რომელთა ბიბლიოთეკაში შოვნა შეუძლებელია, უნდა იყიდო რაც საკმაოდ ძვირია გაამრავლე 6X2=12 და თითო წიგნი ასე 40 $ რომ აიღო რაც მინიმალურია 500 დოლარამდეა შენ დახარჯავდი ?

აღარ ვლაპარაკობ სამეცნიერო სტატიებზე, რომლებზეც წვდომა ნახევარ მსოფლიოს მეცნიერებს არალეგალურად აქვს.
საბოლოო დასკვნა ჩემი არგუმენტები არ ამართლებს ქურდობას, და არ გვაქვს უფლება უფულოდ მივიღოთ ის რაც კომპანიას უნდა მოგვყიდოს და რა ფასადაც უნდა იმ ფასად.
ეს განვიხილეთ ეხლა იქნება დაგვიკონკრეტო რა შეიცვლება "პირატობის" გაქრობით, გარდა საკუთარ სინდისთან სიმართლის გარდა და ისედაც ხარბი კომპანიების კიდევ უფრო გამდიდრების გარდა ? გარდა იმისა რომ შენ მეტ დროს დახარჯავ პროგრამირებაში ? (რასაც მაინტერესებს რამდენად კარგად ისწავლიდი "პირატობის" გარეშე )