PaKuRaჰოსტინგი განსაკუთრებით არასტაბილური და სტრესული ბიზნესია. გამოუცდელებს, ვინც ჰოსტი იქირავა, გონიათ ხელისგაუნძრევლად ფულის გაკეთება შეიძლება. ასეთები ოცნებით იწყებენ და მალე გაკოტრებით ამთავრებენ. ფუჭად ფლანგავენ ფულს, დროს და ნერვებს.
პლიუს ამას, სამწუხაროდ, საქართველოში ჰოსტინგი არ არის თავისუფალი.
ცნობილია, რომ მარტო იაფ ფასებზე ორიენტაცია ნებიმიერ ბიზნესში არასწორია და კრახით მთავრდება.
ბაზრის, მოთხოვნის, მომხმარებლების, ტექნოლოგიური პროგრესის და კონკურენტების სწორი ანალიზი უნდა გააკეთო სანამ შენს ნიშას მოძებნი.
რაც შეეხება საბუღალტრო-საგადასახადო საკითხებს, მათი ოპტიმიზირება შეიძლება, რაც საშუალებას მოგცემს თავიდან აირიდო დღგ და მაღალი საშემოსავლო გადასახადი.
არ ვიცი კონკრეტულად ვინ ხართ, რა ცოდნა და მისწრაფება გაქვთ, ან რა ტექიკური ან ფულადი რესურსები. თუ იქნება მეტი ინფორმაცია, ამის შემდეგ აქვს აზრი რაიმე კონკრეტულ რჩევას. თუ არ დაგეზარებათ მომწერეთ უფრო დაწვრილებით თქვენს შესახებ აქ
http://www.dasaqmeba.com/sendmessage.php და არ დაგზარდებით გაგესაუბრებით.
This post has been edited by Nobel on 18 Feb 2013, 21:33