ჰო,არა?

საქართველო PayPal–ის სისტემაში ჩაერთო
ნეტგაზეთი
რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ ქართველ მომხამრებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ საერთაშორისო ონლაინ გადახდის სისტემა PayPal–ით.
PayPal–ის ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა კომპანიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერავინ ასახელებდა, თუ როდის შეუერთდებოდა საქართველო აღნიშნულ სისტემას. ამ დროისათვის PayPal–ის ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში მსოფლიოს 190–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. ის მიჩნეულია ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელ ონლაინ გადახდის სისტემად მსოფლიოში.
PayPal–ის საქართველოში არარსებობის გამო მოხმარებლები ვერ ყიდულობდნენ პროდუქციას სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში და აუქციონებზე, როგორიცაა eBay.
http://netgazeti.ge/GE/105/News/18430/
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ