გთხოვთ, დახმარება მჭირდება.
ტორენტიდან ვიწერდი ფილმს ჩემს ჭკუაში და როცა დამთავრდა ჩამოტვირთვა, დამიინსტალა მაილ რუს რაღაც სოფტების მთელი ბუკეტი, გვერდით გაიჩითა მაკ ოს-ის მსგავსი პანელი ამ ბუკეტის იკონკებით, დაჟე სტარტ მენიუც გადამიკეთა. მაგეებს ადვილად მოვერიე, ანინსტალი მივეცი და მოშორდა ეგ ყველაფერი, მაგრამ დამრჩა მურტალი პრობლემა ბრაუზერებზე. მოზილა ზოგიერთ საიტზე შესვლისას მიწერს ასეთ რამეს:
Your connection is not secure The owner of domain.com has configured their website improperly. To protect your information from being stolen, Firefox has not connected to this website.
ქვევით აქვს advanced კნოპკა და რო ვაჭერ მიწერს ესეთ რამეს:
domain.com uses an invalid security certificate. The certificate is not trusted because the issuer certificate is unknown. The server might not be sending the appropriate intermediate certificates. An additional root certificate may need to be imported.
გუგლ ქრომში დაგუგლვის დროს თავიდან გამოაქვს გუგლის ძიების შედეგები და მერე უცბად გადადის ამ მაილ რუს საძიებოს ლინკზე თავისით და ვეღარ ვგუგლავ ფაქტიურად ვერაფერს.
მიყენია ვინდოუს 8.1 აპ დატაშიც და სადაც მაილ რუს დასახელებას წავაწყდი, ყველაფერი ამოვშალე და ამოვშანთე, extention-ებიდანაც ზედმეტი რაც იყო, წავუშალე, მარა ვერაფერს ვერ ვშველი ამ ორ პრობლემას, რაც ზემოთ დავწერე.
გეხვეწებით, არ დაიზაროთ და რამე მითხარით რა, თორე ბევრი საქმე მაქვს ძაან ამ კომპით გასაკეთებელი და მერხევა მაგრად

ვიცი, რომ აქაური რჩევები ყოველთვის შედეგიანია, პირველად არ ვითხოვ შველას
This post has been edited by მანგია on 10 Mar 2016, 22:44