გამარჯობათ.
ახალი დაწყებული მაქვს HTML-ის და CSS-ის სწავლა და თქვენი დახმარება მჭირდება.
მოკლედ ასეთი ძალიან მარტივი სატესტო გვერდი მაქვს:
<!Doctype html>
<html>
<head>
<title>ტესტსაიტი</title>
<style type="text/css">
nav {background-color: blue; padding: 15px; text-align: center;}
nav a {text-decoration: none; color: yellow; font-weight: bold; padding: 15px;}
nav a:hover {background-color: black; color: white;}
</style>
</head>
<body>
<nav>
<a href="#">ვაშლი</a>
<a href="#">მანდარინი</a>
<a href="#">კარტოფილი</a>
<a href="#">კიტრი</a>
<a href="#">ხურმა</a>
<a href="#">ჩირი</a>
<a href="#">სტაფილო</a>
<a href="#">ნესვი</a>
<a href="#">მურაბა</a>
<a href="#">ჩაი</a>
</nav>
</body>
</html>
მინდა, რომ მენიუში "ვაშლის" და "ჩაის" შავი ფონი სანავიგაციო ბარის ბოლომდე გავრცელდეს, მაგრამ როგორც ფოტოებზე ხედავთ, გარკვეული ინტერვალი რჩება.


ვცადე ასეც: ვაშლის ლინკს გავუწერე კლასი "links" (ასე: <a href="#" class="links">ვაშლი</a>) და შემდეგ CSS-ში ეს ჩავსვი nav a.links {margin-left: 0px;}, მაგრამ არ უშველა. როგორ შეიძლება გავაკეთო? ანუ მინდა, რომ ლინკზე კურსორის მიტანისას შავი ფონი ვაშლის და ჩაის შემთხვევაში ბოლო კიდემდე მივიდეს და ლურჯი ფონი მთლიანად დაფაროს.
* * *
text-align: left-ის შემთხვევაშიც რჩება ადგილი.
* * *
მოკლედ CSS-ის კოდი გადავაკეთე შემდეგნაირად:
nav {background-color: blue; padding: 15px 0px 15px 0px; text-align: justify;}
ვაშლის ფონი კი მივიდა სანავიგაციო ბარის ბოლომდე, მაგრამ ჩაი დაშორდა მარჯვენა კიდეს. მინდა, რომ ჩაის ფონიც ბოლომდე გავრცელდეს.
* * *
უი გავაკეთეეეეეეეეე

<a href="#">ჩაი
&n
bsp; </a>
ბევრი ჩავსვი და ის შედეგი მივიღე, რაც მინდოდა.

მაგრამ კოდი ძალიან მახინჯი გამოვიდა. იქნებ სხვა მეთოდიც არსებობს, რომ ვიცოდე უბრალოდ.