დამებლოკა ფეისბუკი, არ ვიც როგორ მაგრამ არ მიშვებს, მერე გავაკეთე პაროლის აღდგენა და მაილზე მომივიდა ახალი პაროლი, მაგრამ რომ შევდივარ მეუბნება რომ თქვენი უსაფრთხოებისთვის უნდა გაიაროთ რამდენიმე საფეხურიო და მთხოვს ორ ვარიანტს:
1) ანუ ვარაუდით აგდებს ჩემს მეგობრებში არსებული ფოტოებიდან რომელიღაც ფოტოს და დაბლა მიწერს სავადაურო 6 დამეგობრებულ ადამიანის სახელს და უნდა მიუთითო ვისია ეს სურათი, ამდაგვარი 5 ცდაა სხვადასხვა ადამიანზე და დროში ხარ შეზღუდული, ცხადია ამას ვერ გავდივარ რადგან სამეგობროში 5000 ადამიანია და ყველას სურათს ნამდვილად ვერ ამოვიცნობ..
2) მეორე ვარიანტისას მეუბნება რომ ავუტვირთო ჩემი პასპორტის მონაცემები (სკანირებული) და კიდევ რაღაც პირადი მონაცემები, რომელიც მათ დაეხმარება დაადგინონ რომ ეს გვერდი ნამდვილად ჩემია, მაგრამ ამას ვერ დაადგენე რადგან ეს გვერდი ორგანიზაციას ეკუთვნის და ჩემი პირადი სურათები იქ არაა

რას მირჩევთ ? როგორ აღვადგინო ეს გვერდი? ისაც არ ვიცი ასე რატომ მოუვიდა, ვინმემ დახურა თუ რა ჭირს..