აქაც იყოს
https://www.facebook.com/notes/gesellercom/842101329136794უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში!
მინიშნება: გაუზიარე შენს მეგობრებს რათა ისინიც გრძნობდნენ თავს დაცულად.
სოციალური ქსელები – საუკეთესო საშუალებაა მეგობრებთან, ნაცნობებთან ურთიერთობის, ახალი ამბების მოძიებისა და გართობისათვის.
ბოლო დროს ხშირად მხვდება ვირუსული ბმულები რომლითაც უამრავი მომხმარებელი „ავადდება“, მომდის გაურკვეველი წამოშობის შეტყობინებები მეგობრების ექაუნთებიდან, ეს კი იმის მანიშნებელია რომ მათი გვერდები დავირუსებული და „გატეხილია“, გატეხილი გვერდები კი სხვა (არაინფორმირებულ) მეგობრებსაც აზარალებს (ავირუსებს).
პოსტის მიზანი ჩემი მეგობრების, მათი მეგობრების და ნაცნობების ინფორმირებაა შესაძლო საფრთხეებზე და მათი თავიდან არიდების მარტივ გზებზე, ამიტომ რამოდენიმე რჩევა ინტერნეტ – უსაფრთხოების საკითხებში დაგეხმარებათ გაატაროთ თავისუფალი დრო სოციალურ ქსელებში უსაფრთხოდ.
კიბერდამნაშავეები იყენებენ სხვადასხვა სქემებს რათა მოაგროვონ ინფორმაცია „მსხვერპლის“ შესახებ, მათ ამაში დიდ დახმარებას უწევს სოციალური ქსელები როგორიცაა google + ВКонтакте, Facebook და სხვა.
შეამოწმეთ ყველა კონტაქტი
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ადამიანი ვისთანაც საუბრობთ ნამდვილად ის არის: ჰკითხეთ ისეთი რამ რაც კიბერდამნაშავეს არ ეცოდინება, გადაამოწმეთ მისი სურათები, მეგობრები, პოსტები კედელზე და მათი დამატების თარიღები , ხშირად არის შემთხვევა როდესაც არეგისტრირებენ გვერდებს და თავს ასაღებენ თქვენს მეგობრად რათა მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ თავისი მიზნების მიღწევაში.
დაიცავით თქვენი საბანკო ინფორმაცია
არასოდეს არავის არ მიაწოდოთ თქვენი საბანკო ინფორმაციის ნებისმიერი წვრილმანიც კი! ან ის რაც თქვენს პირად ფინანსებს უკავშირდება გავიმეორებ არასოდეს არავის !!!
არ დაიმატოთ მეგობრებში უცხო ადამიანი
თუ გიგზავნიან მეგობრობის თხოვნას, მაგრამ თქვენ მათ არ იცნობთ არ დაიმატოთ ისინი, უარყავით მოთხოვნა!
დაიცავით თქვენი პაროლები
პაროლის დამატებითი დაცვა შესაძლოა გახდეს ისეთი რთული ეტაპი, რომელსაც ვერასოდეს გადალახავს კიბერდამნაშავე, ამიტომ: პაროლი უნდა შედგებოდეს ასოების კომბინაციით (დიდი და პატარა ასოებით) და ციფრების ჩარევით. მაგალითად (PccKHfZ4p3w4uP7J5A) ასეთი პაროლის ქონის შემთხვევაში შანსი იმისა რომ თქვენი პროფილი პირდაპირი გზით გატყდება არის 0%.
შეცვალეთ პაროლი ხშირად!
არასოდეს არ გამოიყენოთ ერთიდაიგივე პაროლები სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ საიტებზე, რადგან ერთის გატეხვის შემთხვევაში ყველა მის ბედს გაიზიარებს.
ვიდეო შესაძლოა გახდეს მახე!
არასოდეს გადახვიდეთ ვიდეოზე რომლის პირველი კარდიც ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება, ვიდეოზე სადაც მოგთხოვენ ჯერ დალაიქებას და შემდეგ შემოგთავაზებენ ყურებას. (არ იგულისხმება უკვე სანდო ლინკები როგორიცაა: youtube.com myvideo.ge და ა.შ) მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა გარე საიტიდან მიიღონ ინფორმაცია თქვენი პროფილის და თქვენი მეგობრებიის შესახებ, რათა მათაც შესთავაზონ ვიდეო და ვირუსულად მოედოს თქვენს სანაცნობო წრეს.
ახალი სმაილების დამატება, ლაიქების მომატება და ა.შ
შემხვედრია პოსტები სადაც გვიხსნიან როგორ უნდა დავამატოთ ახალი სმაილები, სინამდვილეში კი ვირუსს გვამატებინებენ ჩვენივე ხელით, პოსტები საიდანაც გვთავაზობენ ლაიქების მომატებას ან რაღაც საინტერესოს რისი გაგებაც მომხმარებლების უმეტესობასაც სურს, მაგალითად გირჩევენ რომ ამ პროგრამის საშუალებით თქვენ გაიგებთ თქვენი მეგობრის პაროლს, რეალურად კი თქვენსას იგებენ იმავე პროგრამის დახმარებით. მოკლედ, არ გადახვიდეთ ასეთ ან ამდაგვარ ლინკებზე არავითარ შემთხვევაში.
მომხმარებლის სახელი და პაროლი
კიბერდამნაშავე ზოგჯერ მიმართავს მეთოდს რომ შემოგაპაროთ ლინკი სადაც თქვენ დაინახავთ რომ ლინკზე გადასვლის შემდეგ ფეისბუქიდან გამოხვედით და ახლიდან გიწევთ ავტორიზაცია, გამოუცდელი თვალი ვერ შეამჩნევს ბრაუზერის ლინკ ბარში არსებულ სრულიად განსხვავებულ ლინკს. თქვენ შეგყავთ პაროლი და ხვდებით ფეისბუქის თქვენს პროფილზე, მაგრამ თქვენი სახელი და პაროლი უკვე გაგზავნილია კიბერდამნაშავის ბაზაში. არასოდეს გაიაროთ ავტორიზაცია არასანდო საიტებზე (არ იგულისხმება უკვე სანდო ლინკები როგორიცაა: youtube.com myvideo.ge და ა.შ)
დაიცავით თქვენი ტაბლეტი, სმარტფონი თუ კომპიუტერი სათანადოთ!
დააყენეთ გამოცდილი და კარგი ანტივირუსული საშუალება, რადგან რის შანსი რომელიმე საიტიდან ვირუსი ავტომატურად გადმომისამართდეს თქვენს კომპიუტერში და შემდეგ მოიპოვოს და გაუგზავნოს ინფორმაცია პატრონს. კარგი ანტივირუსის ქონის შემთხვევაში და სწორად შერჩეული საიტების მონახულების სტატისტიკის შემთხვევაში ეს შანსიც ძალიან მცირდება
უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ეს უსასრულოა... თქვენ უნდა დაიმახსოვროთ მთავარი პრინციპები, რათა იყოთ უსაფრთხოთ! გისურვებთ წარმატებებს
პატივისცემით
გოჩა გოჩიტაშვილი