მოკლედ 2-3 დღის წინ ვიყიდე დომენი დავიწყე ვებ-გვერდის აწყობა და დღეს აღმოვაჩინე რომ
facebook-ზე დაბლოკილი არის. ისტორიაში ვნახე მერე რომ მანამდე სხვის მფლობელობაში იყო და ყველაზე დიდი ალბათობით წინა მეპატრონის დროს აიკიდა ეს ბლოკი.
ასევე SiteAdvisor-ზე არის შავ სიაში. ნუ მაგათთან მოგვარდება სავარაუდოდ საფორთი მუშაობს ჩვეულებრივად,
მაგრამ facebook-ის შემთხვევაში არ ვიცი რა ვქნა პირველ რიგში "let us know" ფუნქციით ვისარგებლე, მაგრამ ინტერნეტში ძებნის დროს აღმოვაჩინე რომ უამრავ წერილებს წერენ მაგ ფორმით და შედეგი არ აქვს, ზოგი რამდენიმე წელი დაბლოკილია უკვე.
იქნებ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ვინმეს და თუ იცით მოგვარების გზა, დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე.