#47049632 · 19 Feb 2016, 12:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Gasartobi
QUOTE | მოკლედ გუშინ საღამოს გავხედე და საიტი ჩემზე აღარ იყო გაფორმებული, თუარადა თანხა ყველაფერი ჩვეულებრივ მქონდა გადახდილი, ხელი მოწერილი, 11 თვის წინ დაახლოებით, ვადაც იყო დარჩენილი 20 დღეზე მეტი... ახლა ვის სახელზეც არის დომენი მაგას შევხვდი და მე არ ვიციო არაფერიო, ჩემს მეგობარს ვუთხარიო კავკასუსშიო და მაგან გამიკეთაო. ხვალ ვაპირებ კავკასუსში მისვლას, რამე ეშველება? თუ არადა ჩივილს აქ აზრი? (საბუთებს ხომ ვერ გააქრობნდნე?) |
SEOSPIRIT
QUOTE | help.ge - დავკარგე სუტად ეგრე ... საქართველოს ბანკმა ამახია... |
თუ საბუთები გქონდათ და გადახდა არ გქონდათ გადაცილებული თუნდაც ერთი დღით, მაშინ შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი დოკუმენტებით და ეგ არის.
ერთადერთი შანსი რომ წააგოთ არის ის თუ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი იყო თქვენი დომენი. მაგალითად help.ge ვერანაირად ვერ იქნება რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი (ნუ ნორმალურ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში help და ასეთი ხშირად გამოყენებადი და სპეციფიური სიტყვები არ რეგისტრირდება სავაჭრო ნიშნად).
Gasartobi თუ მართლა გაქვს საბუთი და ზუსტად იცი რომ არ გადაგიცილებია გადახდას, დარეკე კავკასუსში და უთხარი იურიდიულ დეპარტამენტში გადამრთეთქო. ოპერატორს არაფერი არ უხსენო საერთოდ საიტზე. იურისტთან რომ გადაგრთავენ უთხარი რაც მოხდა და კომპანიის ზუსტი დეტალები გჭირდება ვინაიდან სარჩელი შეგაქვს მათ წინააღმდეგ. ასევე უთხარი რომ ყველა დოკუმენტი გაქვს და უთხარი ამჟამინდელმა მფლობელმა რაც გითხრა (რომ ნაცნობი დაეხმარა კავკასუსიდან). დიდი შანსია ისეც მოგვარდეს ეს საქმე იურისტს რომ აუხსნი და ეგაა, თუ არადა ვინმე ნორმალური ადვოკატი აიყვანე, უჩივლე და მოითხოვე რომ ადვოკატის ხარჯებიც კავკასუსმა აანაზღაუროს. თუ ასაკით პატარა ხარ ვინმე სხვას დაარეკინე რომ ხმაზე არ იფიქრონ ბავშვია ვიღაცო.
--------------------
სპლიყვი გამოუშვით ფარჩაკებო!
|