
Google-ი მსოფლიოს უდიდესი კომპანიაა, როდესაც საქმე მომხმარებლის თვალთვალსა და ციფრულ სარეკლამო ბიზნესს ეხება.
Google-ი აგროვებს მომხმარებლის პირად ინფორმაციას Google Chrome-იდან, Google Search-იდან, Android-იდან, Gmail-იდან, YouTube-იდან და სხვა პროდუქტებიდან, რომელსაც შემდეგში სარეკლამო ბიზნესის წარმოებისთვის იყენებს.
მაგალითისთვის, 2016 წელს Google-მა შემოსავლის 88% რეკლამების გაყიდვით გამოიმუშავა, როდესაც Microsoft-მა იმავე გზით - 7%, Apple-მა კი - 0% გააკეთა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თემაში გაგაცნობთ Google-ის პოპულარული სერვისების ალტერნატივებს, რომლის გამოყენების დროსაც თქვენ იქნებით მომხმარებელი და არა პროდუქტი.
1. საძიებო სისტემა
✘ Google Search
✔ DuckDuckGoDuckDuckGo ყველაზე პოპულარული დაცული საძიებო სისტემაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის არ ინახავს თქვენს პირად ინფორმაციას, ძიების ისტორიას და ა.შ.
შესაბამისად, ის არ გიჩვენებთ თქვენს გემოვნებაზე და ინტერესებზე მორგებულ რეკლამებს, რადგან მან უბრალოდ არ იცის თქვენი ინტერესები და ვინაობა.
2. ელ-ფოსტა
✘Gmail
✔ProtonMailGmail-ის ყველა "ღირსებასთან" ერთად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Gmail-ზე, მიმოწერის წაკითხვა მესამე მხარესაც შეეძლო. ცოტა ხნის შემდეგ, ეს ინფორმაცია Google-მაც დაადასტურა.
ProtonMail-ი არის შვეიცარული Email სერვისი, რაც მის სანდოობას ზრდის. ეს არის დაშიფრული, ღია კოდის მქონე ელ-ფოსტა.
End-to-End შიფრაცია გარანტიას იძლევა, რომ მესამე მხარე ვერ შეძლებს მიმოწერის წაკითხვას.
ასევე, არ ინახავს თქვენს IP მისამართებს და რეგისტრაციის დროს არ გთხოვთ პერსონალური მონაცემების მითითებას.
3. ვიდეო პორტალი
✘YouTubeალბათ ბევრი ადამიანი YouTube-ის ალტერნატივად Vimeo-ს გირჩევთ, მაგრამ YouTube-ი Google-ის ერთადერთი სერვისია, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს, მასზე განთავსებული უზარმაზარი კონტენტის გამო.
თუ YouTube-ზე დარჩენა გადაწყვიტეთ, გამოიყენეთ იგი Account-ის გარეშე.
4. რუკა
✘Google Maps
✔Apple MapsApple Maps-ი, რომელიც Google Maps-ისგან განსხვავებით, არ უთვალთვალებს მომხმარებლების გადაადგილების მარშრუტს და არ ინახავს ინფორმაციას, მათი ლოკაციის შესახებ.
ასევე, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ აპლიკაცია Waze-ი, რომელსაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ასევე Google-ის საკუთრებაა და Google Maps-თან ერთად, არც მისი გამოყენებაა დასაშვები.
5. ვებ-ბრაუზერი
✘Google Chrome
✔Firefox, Brave, Safariერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერის შემქმნელი ორგანიზაცია - Mozilla ცნობილია იმით, რომ ყოველთვის მხარს უჭერს თავისუფალი ინტერნეტ-სივრცის განვითარებას. Mozilla Firefox-ი შექმნის დღიდან ასოცირდება დაცვასა და კონფიდენციალურობასთან.
Firefox-ის ვებ-გვერდზე სტუმრობისას, შეგხვდებათ წარწერა - "შექმნილია ხალხისთვის - არა ფულისთვის"
სწორედ ამ ბრაუზერს გირჩევთ Google Chrome-ის პირველ ალტერნატივად.
Brave - სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი ბრაუზერი, რომელიც Mozilla-ს ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა - ბრენდან ეიჰმა შექმნა და რომლის მთავარი მიმართულებაც, ასევე კონფიდენციალურობაა.
Safari - Apple-ის მიერ შექმნილი ბრაუზერი, რომლის ბოლო განახლებამაც თავად
ბრენდან ეიჰის ქება დაიმსახურა.კონფიდენციალურობისთვის საჭირო ბევრ ახალ ფუნქციასთან ერთად, მას დაემატა ე.წ. Fingerprinting defense, რომელიც მოწყობილობების იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის.
თუ თქვენ iOS-ის ან macOS-ის მომხმარებელი ხართ, აუცილებლად გამოიყენეთ Safari.
6. მობილური ოპერაციული სისტემა
✘Android
✔iPhone (iOS)კომპანია Apple-ისგან ხშირად მოისმენთ ფრაზას "კონფიდენციალურობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა". ამ პოლიტიკას Apple-ი შექმნის დღიდან მოჰყვება.
ამ მხრივ, არც Apple-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტი - iPhone-ია გამონაკლისი.
iPhone-იდან შეგროვებული პირადი ინფორმაციის რაოდენობა გაცილებით დაბალია Android-თან შედარებით.
Digital Content Next-ის 2018 წლის კვლევა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა რაოდენობის ინფორმაციას აგროვებს Google-ი Android-იდან, Google-ი iPhone-იდან და Apple-ი iPhone-იდან, ერთ დღეში.
Android-იდან შეგროვებულმა მონაცემების ზომამ 11.6MB შეადგინა, როდესაც iPhone-მა 1.4MB შეაგროვა.
7. მესენჯერი
✘Google Hangouts, Google Duo, Google Allo
✔Signal, TelegramSignal-ი, რომელსაც თავად ედვარდ სნოუდენი უწევს რეკომენდაციას, დაცული მესენჯერის ოქროს სტანდარტად ითვლება. მან თქვენს შესახებ მხოლოდ ორი რამ იცის:
1. ტელეფონის ნომერი, რომლითაც რეგისტრაცია გაიარეთ
2. თარიღი, როდესაც ბოლოს გამოიყენეთ.
Telegram-ი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ არის უფასო, რეალურად უფასო, რაც ნიშნავს 0% რეკლამას.
დამატებით:Digital Content Next-ის 55 გვერდიანი კვლევა, სახელწოდებით "Google Data Collection"დამატებითი ინფორმაცია ქართულ ენაზე:აკრძალვის მიუხედავად Google მომხმარებლების გადაადგილებას მაინც უთვალთვალებს Google-მა დაადასტურა, რომ Gmail-ზე მომხმარებლის წერილებს შესაძლოა მესამე პირი კითხულობდესGoogle-ი და Facebook-ი ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ახალი რეგლამენტის დარღევავაში დაადანაშაულესავსტრალიამ Google-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოYouTube-ს ბავშვების პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ედავებიანGoogle Chrome-ი ფაილების ფარულ სკანირებაში ამხილესმოდერაციას ვთხოვ, თემა WWW-ში გადაიტანოს. * * *
7 ევროპული ქვეყანა Google-ს პირადი მონაცემების რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს