FPS თუ გაგიგია? First Person Shooter? ხოდა იგივეა რა, ოღონდ FPS-ში მარტო ხელი ჩანს, TPS-ში კი კაცი ჩანს მთლიანად.
ისე, ფორმალურად და ტექნიკურად Tomb Raider-იც Action/Adventure არის და Silent Hill-იც, მაგრამ ყველამ იცის რომ ეს ორი თამაში ცა და მიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჟანრების დეფინიციას აზრი არა აქვს -- მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო თამაშები საერთოდ გამოვარდნილები არიან ჟანრის ჩარჩოებიდან.
თუ მართლა რამის გაკეთებას აპირებთ, ამოიგდეთ თავიდან ჟანრები და ეგეთები -- ფოკუსირება მოახდინეთ სცენარზე და ენჯინზე. რა ჟანრის თამაში გამოვა, ამაზე უკვე კრიტიკოსებმა იმტვრიონ თავები.