გუშინ როგორც იქნა სამსახურში გადმოვიწერე საინსტალაციო და ჩავწერე დისკზე, წავიღე სახლში და გავუშვი, კარგად მოვკალათდი და თამაშის სიამოვნების მოლოდინში გავინაბე.... ასე "გაღიმებული" ვიჯექი სამსაათნახევარი...

რო დავაინსტალირე კიდე აპდეითების გადმოწერა დაიწყო, ჯამში სადღაც 50-60 MB, პახოდუ ყოველ აპდეითზე მიწერდა რომ "Server busy, try again", მოკლედ მაგარი გამაწვალა, მაგრამ....

გავუშვი, შევქმენი ჩემი პერსონაჟი, რომელსაც PE-ში ავატარი ჰქვია და დაიწყო...
პირველი 2 საათი on-line
პირველი რაც თვალებში გხვდება და ერთი ხუთი წუთი "გაბრმავებს" - ფანტასტიური გრაფიკაა, მარტო მაგის გულისთვის შეიძლება ითამაშოს კაცმა

სანამ თამაშს ვქაჩავდი და ვაინსტალირებდი, გადავქექე მთელი საიტები PE-ზე და დამწყებთათვის რჩევები წავიკითხე, როგორც коренной noob-ი წავედი Sweat (ოფლი

)-ს შესაგროვებლად (

), გზაში გავეცანი სკილების სიას, ინვენტორს, რუქას. მივაგენი ჩემს პირველ "საოფლე ჯირკვალს" და დავიწყე მაგიური ჟესტების ჩატარება, პატარა დინოზავრს ეს არ მოეწონა და გამომეკიდა, სიცოცხლეს ცოტაცოტას მაკლებდა და გაქცევით დიდად თავი არც შემიწუხებია, სანამ ნახევრამდე მქონდა სიცოცხლე ვცდილობდი შეგროვების პროცესი დამესრულებინა, რაც არ გამომივიდა, სამაგიეროდ რამოდენიმე სკილი მომემატა.
გადავწყვიტე ტელეპორტები გამეხსნა და დავადექი უახლოესის გზას, მივადექი Fort Medusa-ს, იქვე გავჩითე რაღაც Outpost-ი და...
ვინცხა(არ მახსოვს ნიკი): Pipo modi shenobastan var
ვააა, როგორ გამიმართლა, ქართველების ჯგუფს მივადექითქო, ვუძახე pipo, pipo, pipo, gamarjobat, xalxnooo მარა კაციშვილმა არ გამცა ხმა.
OHO შენ ხო არ იყავი pipo?

გავაგრძელე მეც გზა, რუსულ საიტზე წავიკითხე რომ Sweat-ის მოქაჩვა ყველაზე ნაღდია Diripi Young-ებისგან, და მათი ადგილმდებარეობაც აღნიშნული იყო რუქაზე. მივადექი Limanadian District-ს, მერე სამხრეთ-აღმოსავლეთით წესით უნდა ყოფილიყო მათი ჯგრო, ჯგრო მართლაც იყო, მაგრამ არა Diripi Young-ების არამედ Diripi Mature-ს... ნუ ერთი სამჯერ ოთხჯერ ისე კარგად გამიგდეს.... სამაგიეროდ სკილებიც ავიმაღლე
ამ ბოლო ტელეპორტის გარშემო ძირითადად ძლიერი მონსტრები იჩითებოდნენ, ისეთები 3 დარტყმაში ძირს რომ დაგაგდებენ, გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი საწყის ქალაქში...
როცა უკვე მიუახლოვდი გაიჩითა ვიღაც ორი კლიენტი, ეტყობოდათ team-ში იყვნენ და ერთად ნადირობდნენ, მეც ვთხოვე team-ში შესვლა და დამიძახეს (ნუ დავაბოლე, იარაღი არამაქ მაგრამ კარგად დავრბივართქო და დინოზავრებს მე გავიტყუებ და თქვენ მოკალითთქო), პირველი მსხვერპლიც გაიჩითა, ნუ გავიტყუე როგორც შემეძლო კრუგები ვარტყმევინე, ამათმა მოკლეს, პირველი PEC-ებიც შემოვიდა ოჯახის ბიუჯეტში...
ასე და
ვხოცეთ 3-4 დინო, მერე ამათ ტყვიები გაუთავდათ და წავიდნენ საყიდლად, მე კი გავაგრძელე Sweat-ის მოპოვება, გავჩითე მონსტრები რომლებიც ადგილზე დგანან და არ ინძრევიან სანამ შენ Sweat-ს ქაჩავ, გამიხარდა ავშენდი და ეგაა, თურმე ჯერ სადა ვარ, 10 წუთის განმავლობაში 5-6 ჯერ გამიმართლა სულ, თანაც ერთი ცხოველიდან შეზღუდული რაოდენობის Sweat-ი იწველება...
ამ დროს ჩემი ნაპარნიკები (team-იდან რათქმა უნდა არ გამოვსულვარ, სანამ არ გამაგდეს

) ხოცავდნენ ახალ-ახალ დინოებს, მეც რა მექნა, loot-იდან რაც შემოდიოდა Take All-ს ვაჭერდი

საბოლოოდ ჩემ ქონებას შეადგენს 35 ბოთლი Sweat da 0.39 PED

დასაწყისისთვის მემგონი არაუშავს...
* * *
ერთი რამ უდაოა - ამ თამაშით ფულს ვერ იშოვი