Avengerრათქმაუნდა დისკს მოგთხოვს. მოძებნე თამაშის დისკზე დირექტორია crack, იქ იდება ფაილი, რომელსაც თავზე გადააწერ დაინსტალირებული თამაშის დირექტორიაში მდებარე ანალოგიური სახელწოდების მქონე ფაილს. მაგის შემდეგ დისკს "ოპოვის", ასე ვთქვათ. მაგრამ CD იმიჯი უნდა პასტაიანნად გქონდეს გამოძახებული შენს ვირტუალურ სიდირომში, რომელიც დიმონ თულზმა შექმნა.
თუ არ გინდა, რომ ეგ სიდი იმიჯი გამოძახებული გქონდეს, მაშინ როგორც წინა პოსტში გითხარი, მოძებნე No-CD კრეკი ინტერნეტში, მოქაჩე და გადააწერე თავზე. ეგ No-CD კრეკი იგივე ფაილია, რომელიც თამაშის დისკზე დევს დირექტორიაში Crack, ოღონდ მისგან განსხვავებით ისეა "დამუშავებული", რომ უკვე საერთოდ აღარ აინტერესებს, დისკი გიდევს თუ არა სიდირომში, ან იმიჯი გამოძახებული გაქვს თუ არა ვირტუალურ სიდირომში -- გაუშვებს ყველა ვარიანტში.
* * *
Avengerსაერთოდ, ინგლისური თუ გესმის მეტნაკლებად, წაიკითხე ხოლმე რაც წერია nfo ფაილებში, რომლებიც რელიზების უმრავლესობას მოყვება. NFSU2-ის შემთხვევაში ეგ ფაილი რომ წაგეკითხა ყურადღებით, არაფერი პრობლემა აღარ გექნებოდა. მაგრამ სულ არ გიყვართ კითხვა ამ ახალგაზრდებს!