პროგრამის განხილვის აკრძალვაში იგულისხმება არა ის, რომ ვინც კი ახსენებს რაიმე მსგავს პროგრამას, მაშინვე ენას მოაჭრიან. არა -- აქ ლაპარაკია რასაც ქვია განხილვაზე, ანუ "აი ესა და ეს პროგრამა აკეთებს ამას და ამას, ეს კი იგივეს, მაგრამ ცოტა უკეთესად, თუმცა აი ეს საერთოდ მამა პროგრამაა" და ასე შემდეგ, თავისი ლინკებით და დამწყები გეიმერის გამრყვნელი ინსტრუქციებით.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოდერატორი გადაწყვეტს, რამდენად "ბეზაბიდნი" კონტექსტშია ნახსენები ესა თუ ის პროგრამა, გასაფრთხილებელია ამის გამო იუზერი თუ საერთოდ არ ღირს რეაგირება. მერწმუნე, განყოფილების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას გააჩნია უნარი, გაარჩიოს თეთრი და შავი ერთმანეთისგან და მათი "დაგოიმება" არც ისე იოლია.